
რამდენიმე თვის წინ ფოტოგრაფმა „დანტესმა“ კიდევ ერთი ქველმოქმედების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილი იყო ქუთაისელ მარიამზე, რომელსაც სახის ძვლების პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით, კი გაირკვა, რომ თურქეთში მცხოვრები ექიმი მედეა იობაშვილი მარიამს დაეხმარებოდა შუამდგომლობაში, რომ თურქ პლასტიკურ ქირურგს მისთვის შეღავათიან ფასად სახის ოპერაცია ჩაეტარებინა.
ამ ამბების შემდეგ 16 წლის მარიამისთვის გაერთიანდა საზოგადოება, მათ შორის ცნობილი სახეებიც, მეზობლები და უცნობი ადამიანები, რომელთაც ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეაგროვეს.
მარიამს 20 მარტს სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. თურქეთში გახლავთ თავად დანტესიც, რომელიც ეტაპობრივად უზიარებდა საზოგადოებას ოპერაციის შესახებ ინფორმაციას.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ახალს ვიდეოს აქვეყნებს და საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს. მარიამის სახლი სრულად გარემონტდა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად უკვე შევიდა:
„ზღაპრის ბოლო კეთილია
ასეთი ემოციურად დატვირთული გამოვიდა მარიამის და მისი დედმამიშვილების მათ ახალ სახლში შეყვანა“, - წერს დანტესი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/dantesiphotography/videos/726566146694176
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლევან კობიაშვილის ქალიშვილმა სწავლა დაასრულა - კადრები გამოსაშვები საღამოდან
🎥 „სმენა რომ ჩემი აქვს, ამის ამბიცია მაქვს“ - ნახეთ როგორ უკრავს თათია შარანგიას შვილი დოლზე