Digest Logo

„ასეთი გათახსირებული სული რანაირად უნდა გქონდეთ თვეების ლეკვებს ტყეში, პირდაპირ თოვლში როცა ყრით“ - რას წერს აკა სინჯიკაშვილი

1701167655
აკა სინჯიკაშვილი

ბლოგერი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში გადაყრილი ლეკვების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ უპატრონო ცხოველებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მან საკუთარ თავზე აიღო.

„რა მაინტერესებს იცით? ასე, თვეების ლეკვებს, ტყეში, პირდაპირ თოვლში როცა ყრით, აი მაგ მომენტში რას გრძნობთ. ან რას ფიქრობთ, ან რას ელაპარაკებით მაგ დროს თუ ვინმე გახლავთ.

ასეთი გათახსირებული სული რანაირად უნდა გქონდეთ. ღამე როგორ გეძინებათ და ტყეში გაწირული ლეკვები როგორ არ გახსენდებათ. ან ღმერთის არ გეშინიათ, ან ეშმაკის, ან გამვლელის? ასე რომ დავინახო, ჩემს თვალწინ თოვლში ლეკვებს ისვრის ვიღაცა, იმ დღეს აუცილებლად ციხეში ჩამსვამენ. თუ გეზიზღება ვინმეო, როცა მკითხავენ - აი, ამის გამკეთებელი ადამიანები მძულს!

ლეკვებს კი, ვისაც მთაში ვეხმარებით, ეს ოჯახი შეიფარებს. უკვე ჭამეს და ჩახუტებულები წვანან ღუმელთან, ზამთარსაც გადაიტანენ და ძალიან კარგადაც იქნებიან.

თქვენ რა გეშველებათ, სული რომ გაქვთ დამახინჯებული, თორემ ამათ აწი რა უშავთ“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დეკემბერში ოცნებები აუსრულდებათ და წარმატებას მიაღწევენ

28 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

🎥 „ვისაც ეს ნორმალური გგონიათ, ყველა ხართ უკეთურები“ - რას ამბობს დომენიკ მანგო