საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ზე მესამე მატჩი პორტუგალიასთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ჩვენს გუნდს საწყის ორ მატჩში ერთადერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული და, მერვედფინალში გასასვლელად, პორტუგალიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.
სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია გამოეხმაურა, რომელმაც გამარჯვებას ქართული საოცრება უწოდა.
„ასეთი იყო მთელი ჩვენი ისტორია!
გერმანელი კომენტატორი: „ესენი ვინ ყოფილან, ისე იბრძვიან ქართველები, თითქოს ხვალინდელი დღე აღარ არსებობდეს, ან მოგება, ან სიკვდილი..
ასე ითამაშეს თურქებთან, ასე ითამაშეს ჩეხებთან და ასე ებრძვიან პორტუგალიელებს. დიახ, ეს არის ფენომენალური, ეს არის ქართული საოცრება!“, - წერს გიორგი კალანდია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „თქვენი თაობის წყალობით, უიმედობა ჩაბარდა წარსულს“ - დიმა ობოლაძის მიმართვა საქართველოს ნაკრებს