სოციალურ ქსელში გვერდი „ლეგენდარული ფეხბურთელები“ სტატუსს აქვეყნებს და ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს.
„დღეს ისე უნდა ითამაშო, როგორც არასდროს. შენთვის, ჩვენთვის, ქვეყნისთვის. კრიტიკოსები ყოველთვის იარსებებენ და ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ხვიჩა, შენ ხარ საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, ვისაც ბურთზე ფეხი დაურტყამს 21-ე საუკუნეში.
არავისთვის არაფრის დამტკიცება არ გჭირდება, უბრალოდ იყავი ის ხვიჩა, რომელმაც ასე შეგვაყვარა თავი. ბურთთან ერთად ლაღი, თავდაჯერებული, აგრესიული.
ყველაფერი გამოგვივა!
მჯერა ჩვენი ბიჭების!
მათ დაგვანახვეს,რომ უბრძოლველად არაფერს დათმობენ!
მე ვარ საქართველო!“, - წერს „ლეგენდარული ფეხბურთელები“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წარსული და აწმყო“ - „ლევანტე“ შოთა არველაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის ფოტოებს აქვეყნებს