ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ბარბარობის დღესასწაულზე წერს:
„გილოცავთ ბარბარობას!
ესაა დღესასწაულთა დასაწყისი, რომლებსაც გავივლით და წინ კიდევ ბევრი გველოდება.
სხვათა შორის, საქართველოში და კონკრეტულად სვანეთში, მუზეუმში არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ხოლო გვერდზე კი გამოსახულია წმინდა ბარბარე.
ასეთი ხატი მთელ საქრისტიანოში არ მოიპოვება, როგორც იცით ღვთისმშობელი ან მარტო ან თავის ძესთან ერთადაა გამოსახული, თუმცა ამ ფაქტით ვხედავთ იმ საოცრად დიდ სიყვარულს და პატივისცემას, რაც გააჩნდათ უწინ ქართველებს წმინდა ბარბარესადმი.
მოღვაწეობის წლები 273-306 ნიკომედია. მოუწია ცხოვრება ყოვლად ურჯულო იმპერატორ მაქსიმიანეს დროს. წმინდა ბარბარე მისაბაძი მაგალითია იმ სიყვარულისა და ერთგულების, რაც გამოავლინა მან ქრისტესადმი.
ეს გახლავთ მკურნალი წმინდანი, ძირითადად. მის შესახებ ქრისტიანულ ჭრილში საქართველოში გამოჩენაც მალევე ვიხილეთ და არა მარტო აქ, მთელ დასავლურ ცივილიზებულ მსოფლიოში, დამსახურებისამებრ!
ასევე, დღეს გახლავთ სიბრძნითა და რიტორიკით გამორჩეული უფლის მსახურის, წმინდა იოანე დამასკელისა და საოცრად გულმოწყალე ბერის, წმინდა იოანე პოლივოტელის ხსენების დღე. ამ წმინდანების ცხოვრება ნამდვილად ფასდაუდებელია ქრისტიანული სამყაროსთვის!
გილოცავთ კიდევ ერთხელ! მრავალს დავესწროთ უკეთეს საქართველოში!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა ასაკიდან უნდა მივიდეს ბავშვი ტაძარში? - სასულიერო პირის განმარტება