Digest Logo

„ასეთი ორშაბათი გვაქვს დღეს, რომელიც სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელდება!“ - მეტეოროლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

1687156905
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდზე პროგნოზირებს. როგორც თავად წერს, მიმდინარე კვირის სამუშაო დღეებში, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში - მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ლოკალურად ძლიერი ნალექი და სეტყვა, ქარის შკვალური გაძლიერება.

„რა მშვენიერია ზაფხულის მზიანი დილა, გარუჯვით და მზეზე ყოფნით გამოწვეული სიხარული, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე თბილი სიო და გაბრწყინებული სახეები, ასეთი ორშაბათი გვაქვს დღეს, რომელიც სამწუხაროდ ამინდის თვალსაზრისით დიდხანს არ გაგრძელდება!

ჩვენ ორმაგი შეტევის ქვეშ ვართ: არასტაბილური ჰაერი ხმელთაშუა ზღვიდან, რომელიც ნაწილობრივ გავლენას ახდენს საქართველოზეც და ძალიან ნოტიო ჰაერი, რომელიც მოდის შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან: არამდგრადი ამინდი იქნება ამ კვირაში მთავარი გმირი დასავლეთიდან-აღმოსავლეთის მიმართულებით, არ არის გამორიცხული სეტყვა და ქარის გაძლიერება, სტიქიური მოვლენების განვითარება.

კონკრეტულად - მიმდინარე კვირის სამუშაო დღეებში, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში - მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ლოკალურად ძლიერი ნალექი და სეტყვა, ქარის შკვალური გაძლიერება.

მთავარი კითხვა! შაბათ-კვირას მაინც, არსებობს თუ არა იმედი გამოდარების?

ამ შემთხვევაში კარგი იმედია: პარასკევიდან ამინდი გაუმჯობესდება, გარდა ნარჩენი წვიმისა, რომელიც ჯერ კიდევ მოსალოდნელია საღამოს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში.

მოკლედ, კვირის ბოლოს უამინდობით გამოწვეული ჭრილობა თანდათან შეხორცდება, შაბათ-კვირა ყოველ შემთხვევაში ზაფხულის მსგავსი იქნება!

ბედნიერ დღეებს გისურვებთ“, - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთსყველაზე მეტად ის მოეწონებოდა, საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთს თუ დავერევით“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„დღეს ახალმთვარეობაა - დალოცეთ ყველა, გულით უსურვეთ საუკეთესო...“ - მიხეილ ცაგარელი

🔵გია ბაღაშვილის უფროსი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავს - ემოციური მილოცვა