Digest Logo

„ასეთს რომ დაინახავ, როგორ არ უნდა უწილადო, თუ რამე გიდევს ჯიბეში“... - თეა გვასალია

1669105946
თეა გვასალია

ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია ფეისბუკის პირად გვერდზე ვიდეოს აზიარებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მღერის და ითხოვს მოწყალებას თბილისის გადასასვლელ ხიდზე კაცი.

გვასალია ამ ფაქტსა და ვარაზის ხევზე მომხდარ შემთხვევას შორის პარალელს ავლებს და აღნიშნავს, რომ ზოგს ძალიან სჭირდება დახმარება, ზოგი კი უბრალოდ ითხოვს მოწყალებას.

„ეს ვიდეო Davit Archvadze-ს კედლიდან წამოვიღე. 20 წელია ამ ხიდზე არ გამივლია და დილიდან გამათბო ამ სიმღერამო. ასეთს რომ დაინახავ, როგორ არ უნდა უწილადო, თუ რამე გიდევს ჯიბეში, მაგრამ დღეს დილით, ვარაზისხევის შუქნიშანთან, „დუბლიონკაში“ გამოწყობილმა, სალონში ბროწეულისფრად თმაშეღებილმა და იქვე დავარცხნილმა, პროფესიონალმა „მათხოვარმა“ (პროფესიონალმა იმიტომ, რომ რაც ჩემი შვილები სკოლაში დადიან, იქ დგას, ყოველ წელს წინაზე უკეთესად გამოიყურება და უფრო და უფრო უჭირს გაჭირვებულის სახის მიღება), მანქანის ფანჯარაზე უტიფრად რომ მომიკაკუნა, და მე სარკეში ჩემს გაბურძგნულ თმას მოვკარი თვალი, ერთი კვირაა რომ მეხვეწება ჩემი პარიკმახერი, შევიღებოთო და მე დრო არ მაქვს, ეტყობა მანაც თვალის ერთი შევლებით შეაფასა ჩემი „ლუქი“ და საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებული, კმაყოფილი სახით გაეშურა ჩემს უკან მდგარი, დაბურულმინებიანი „რენჯ როვერისკენ“, - წერს თეა გვასალია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵იცით რა არის ნუკი კოშკელიშვილის ნამდვილი სახელი?

🔵„რუსეთის მოქალაქემ ჩემ არასრულწლოვან შვილზე იძალადა…“ – მარი აბაკელია

🔵„დღეს შეძლებთ ძველი ნაცნობების ახლებურად დანახვას, მლიქვნელი და ფარისეველი მეგობრების მხილებას“ - მიხეილ ცაგარელი