Digest Logo

„რუსეთის მოქალაქემ ჩემ არასრულწლოვან შვილზე იძალადა…“ – მარი აბაკელია

1669095390
მარი აბაკელია

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარი აბაკელია ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქემ არასრულწლოვანზე იძალადა და პოლიციის გამოძახების შემდეგ პროვოკაციის მოწყობა სცადა.

მარი აბაკელიას პოსტს დაიჯესტი უცვლელად გთავაზობთ:

„ახლა მოვედით საპატრულო პოლიციის საგამოძიებოდან.

რამდენიმე საათის წინ მე და დათუნა ვბრუნდებოდით სახლში რა დროსაც, სადარბაზოსთან უცბად დაგვეწია ორი პიროვნება, გოგო და ბიჭი, ბიჭმა სტაცა დათუნას ხელი, გაათრია, ძლიერად მოქაჩა მკლავში და უყვიროდა რუსულ ენაზე „ჩემს მანქანას, როგორ შეაფურთხე, დროზე გამიწმინდე და ბოდიში მომიხადეო“ ამ რუსეთის მოქალაქე პიროვნებას სახელად ნიკიტას, რომელიც არის დაახლოებით 25 წლის, გვერდით ახლდა საქართველოს მოქალაქე გოგონა, რომელიც დათუნაზე მიუთითებდა რომ შენს მანქანას შეაფურთხაო, რაც იყო სრული სისულელე, მათ მანქანას უბრალოდ ჩავუარეთ, რომელიც იდგა სადღაც ჩიხში და იყო რუსულ ნომრებზე, რუსეთის მოქალაქე კი საერთოდ არ მდგარა მანქანასთან, ამ ქართველმა გოგონამ არ ვიცი რატომ, ვერანაირად ვერ ვხვდები წააქეზა თავისი რუსეთის მოქალაქე მეგობარი, რომელმაც გვსდია დაახლოებით 150-200 მეტრი და ჩემს არასრულწლოვან შვილზე იძალადა, სიტუაცია ძალიან დაიძაბა, გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, როგორც კი გაიგო რომ პოლიციას ვიძახებდი რუსეთის მოქალაქემ რაღაც ჩაჩურჩულა ქართველ გოგოს, ეს გოგონა წავიდა და მობრუნდა ფოტოთი სადაც მანქანას სავარაუდოდ თვითონ შეაფურთხა და მოიტანა ფოტო, ეკიპაჟის მოსვლისთანავე რუსეთის მოქალაქემ თქვა, რომ თავს გრძნობდა პოლიტიკურ ნიადაგზე სიძულვილის მსხვერპლად და თავს გრძნობდა დამცირებულად, ითხოვდა გამოძიების დაწყებას, ადგილზე ეკიპაჟთან ერთად მოვიდა მათი ათმეთაურიც, რომელმაც გულისყურით მოგვისმინა ორივე მხარეს, დაუკავშირდა საგამოძიებო სამსახურს, რის შემდეგადაც გადავედით კახეთის გზატკეცილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, დაიწყო გამოძიება, ოღონდ არა როგორც რუსეთის მოქალაქეს სურდა და დაგეგმა პოლიტიკური პროვოკაცია, არამედ მის წინააღმდეგ დაიწყო საპატრულო პოლიციამ გამოძიება ძალადობის მუხლით არასრულწლოვნის მიმართ, არ შემიძლია არ აღვნიშნო საპატრულო პოლიციის საგამოძიებოს დამოკიდებულება და მიდგომა ჩემს და არასრულწლოვანი დათუნას მიმართ, მოუხსნეს მას ყველანაირი დაძაბულობა, მაქსიმალურად შეუქმნეს მშვიდი გარემო, გაგვარიდეს რუსი მოქალაქე თავის ქართველ მეგობარ გოგონასთან ერთად სხვა ოთახში, რომ ბავშვს ზედმეტად არ ენერვიულა, ხვალ დათუნა გადავა ექსპერტიზაზე.

მინდა საჯაროდ უღრმესი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia , საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, როგორც ყოველთვის სხვა დეპარტამენტებისგან განსხვავებით ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხართ  

გამოძიება დაიწყო, ველოდებით შედეგებს!

ვერცერთი რუსეთის მოქალაქე ვერ იძალადებს საქართველოში ჩვენზე! ამის უფლებას არ მივცემთ!“, - წერს მარი აბაკელია.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵5 გეომაგნიტური დღე და 2 მნიშვნელოვანი მოვლენა - ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

🎥 „დედი, შვილო, რამდენჯერმე მოვდივარ შენთან, იქნებ სადმე მოგკრა თვალი“ - ლევან კბილაშვილის აქამდე უცნობი კადრები

🎥 რა შეიძლება და არ შეიძლება მაღალი სიცხის დროს და როგორ მოვიქცეთ სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან - პედიატრ ეკა ყიფიანის რჩევები მშობლებს