Digest Logo

„აშკარად კარგად ჩანს, რომ ბუდუ სულ სხვაგან დგას... ადამიანს ასე გადაუარო, სავარაუდოდ არაფრის გამო, რა ვიცი, არაა მთლად მოსაწონი საქციელი“ - რას წერს კომენტატორი ტატო ბაციკაძე

1720004621
ტატო ბაციკაძე.

2 ივლისს თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრის ცერემონიალი გაიმართა, ღონისძიებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა.

აღნიშნულ ცერემონიალზე დიმა ობოლაძესთან და ლიზა წიკლაურთან ერთად თანაწამყვანის როლი ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა მოირგო. გულშემატკივრებს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მიმართა, ასევე მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

ამასთან პარალელურად სოციალურ ქსელში, გავრცელდა სავარაუდო ვიდეომონტაჟი, ღონისძიების მიმდინარეობისას, თითქოსდა დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა.

აღნიშნულს მოგვიანებით, თავად ბუდუ ზივზივაძე და დიმა ობოლაძეც გამოეხმაურნენ და ინფორმაციის ნამდვილობა უარყვეს. უფრო მეტიც, ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ საზოგადოების ნაწილს სამართლიანობისკენ მოუწოდა.

სპორტული კომენტატორი ტატო ბაციკაძე მომხდარს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„დიმა ობოლაძის მისამართით რაც ახლა ხდება... არ ვიცი მართლა რა დავარქვა...

ბევრჯერ ვნახე ვიდეო და თავიდანვე ვერ დავიჯერე, რომ ბუდუს უთხრა ეგ და მერე სხვა ვიდეოებიც ვნახე და კარგად ჩანს, კაშიას სიტყვის გამოსვლის დროს, ბუდუ კაშოს უკან დგას, სცენის ცენტრში, დიმასთან საერთოდ ახლოსაც არაა - თავისთვის დგას უბრალოდ და როცა დიმას ის ფრაზა ისმის, უბრალოდ მაგ დროს დაიძრა ბუდუ იმ ადგილიდან და ვიღაცებს მოელანდათ, ან არც მოელანდათ და უნდოდათ რომ ეგრე ყოფილიყო, თითქოს დიმამ ბუდუს უთხრა შენ არ გამოდიხარო.

რა ვიცი, რაც ვნახე, აშკარად კარგად ჩანს, რომ ბუდუ სულ სხვაგან დგას და დიმა ვიღაც სხვას, არც ვიცი ვის, ეუბნება, შენ არ გამოდიხარო. შეიძლება ვცდები და მე მელანდება რაღაცები, მაგრამ დიმას ფეხბურთი და ნაკრები როგორ უყვარს კი ვიცი, ჰოდა ადამიანს ასე გადაუარო, სავარაუდოდ არაფრის გამო... რა ვიცი, არაა მთლად მოსაწონი საქციელი (ძალიან რბილად რომ ვთქვა),“ - წერს ტატო ბაციკაძე. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 გიორგი ქოჩორაშვილის ცეცხლოვანი ცეკვა რჩეულთან, აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე, ამღერებული გიორგი მამარდაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე - სხვა ამბები საქართველოს ნაკრების წვეულებიდან

⭕ „ცხოვრების რაღაც მომენტებში, უბრალოდ სიამოვნება რომ უნდა მიიღო იმით, რომ აქ და ახლა ხარ, მაგის იდეალური მაგალითია გიორგი ქოჩორაშვილი“ - რას წერს ლალიკო თუმანიშვილი?

⭕„თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი „ნამეტანი სიყვარული“ აგრესიას და კონტროლის სურვილს უტოლდება...“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე