
ივნისი დასასრულს უახლოვდება, წინ ზაფხულის რიგით მეორე თვე ივლისი გველოდება, რომელიც სხვადასხვა ასტროლოგიური მოვლენებითაა მნიშვნელოვანი.
მომდევნო თვის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა, რომლის თქმითაც 17 ივლისამდე კარგი პერიოდი გველოდება, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის:
„თუ გაქვთ დაგეგმილი შეხვედრა, გინდათ იდეის, პროექტის განხორციელება, ხვალიდან დედამიწა შედის პოზიტიურ ენერგოველში და ეს სიამოვნება გვექნება 17 ივლისამდე, ამიტომ მოასწარით ამ ყველაფრის გაკეთება.
ამ სამ კვირაში მიდექით-მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, პროექტები განახორციელეთ.
ივნისი საკმაოდ რთული იყო, დაახლოებით 3 კვირა დედამიწა უარყოფით ენერგოველში იყო, ამიტომ პრობლემები იყო.
გაცილებით უკეთესი პერიოდია, ოღონდ 17 ივლისამდე, მერე დედამიწა ისევ უარყოფით ენერგოველში შედის და გვეუბნება - მოემზადეთ დასვენებისთვის, ჩაალაგეთ ბარგი.
ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები 17 რიცხვის ჩათვლით შეასრულეთ. ახლა დაწყებული საქმეები კი მშვიდად, წყნარად განაგრძეთ.
სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა, რომელიც ახლა კუროშია, გვაძლევს შესაძლებლობებს 4 რიცხვამდე.
პირად ურთიერთობებში ვენერა გვაძლევს მეტ სტაბილურობას, კომფორტს და ახლა როცა ნიშანს შეიცვლის, მას ვეღარ იცნობთ სასიყვარულო ურთიერთობებში. გადადის ტყუპებში - მათ ყველაფერი უნდათ უცებ, შინაგანი გაორება და შეიქმნება სიტუაცია, რომ პარტნიორი დილით იქნება მოსიყვარულე, გახსნილი და საღამოს დისტანციური. ფლირტის მიმართ დამოკიდებულება მოიმატებს 4 რიცხვის შემდეგ. სიყვარული გახდება ზედაპირული, ქარაფშუტული, ჰაეროვანი, მსუბუქი პრინციპის“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„...ხათუნას დამსახურება იყო, მე რომ პოლიტიკაში რაღაცას მივაღწიე...“ - რას ჰყვება ზურა ხაჩიძე