
ჯვრის ამაღლების სახელობის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მამა თეოდორე გიგნაძის მორიგ ამონარიდს, სადაც იგი ათეიზმის შესახებ საუბრობს.
„აი, მორწმუნე როცა ამბობს, რომ ღმერთი არის და უხარია - ეს მესმის, მიხარია, აბა რა?!
მიხარია, იმიტომ, რომ უკვდავი ვარ, მარადისობაში გადავალ ღმერთთან, მარადიულ სიცოცხლეში, ჩემში არსებული სიყვარული საფლავში არ ჩავა - მარადისობაში გადავა, ჩემს შვილებს, ჩემს შვილიშვილებს რომ ვუყურებ, მე მათთან ერთად მარადისობაში ვიქნები და მიხარია ეს, აბა არ მიხარია?!
მაგრამ ათეისტი რომ ამბობს ღმერთი არ არისო, კითხვა მიჩნდება - რა უხარია?! ურწმუნო ადამიანს რატომ უხარია, რომ ღმერთი არ არის? გამაგებინეთ... რომ უხარია, ეს ხომ გაუგებარია, გამაგებინეთ კაცო...
- ათეიზმი რა არის?!
- მე მწამს სიკვდილის, მე ხორცის მასა ვარ და ძვლების, ცოტა ხანში რომ მოვკვდები, საფლავში გავქრები
და მიხარია...
- კაცო, რა გიხარია?! ათეიზმი არის არჩევანი და არა ფაქტი, წარმოიდგინე - მე ქრისტიანობა მეუბნება, რომ შენ მარადიული სიცოცხლეს შანსი გაქვს, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ და არ უნდა ეძებო მაინც?! და მე გეტყვით - ვინც ეძებს, ის პოულობს.
ღმერთი ცოცხალია!“, - ქადაგებს მამა თეოდორე გიგნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: