Digest Logo

🎥 „ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს არ არის სატანისტური რიტუალი, ამიტომ მოხდა ისიც, რომ ბიჭს ხელი ჰკრეს და გადააგდეს... ამას ექნება გაგრძელებაც“ - რას ამბობს ცირა კუპრაშვილი

13/12/2024 • 8:00
ცირა კუპრაშვილი

ნათელმხილველი, პარაფსიქოლოგი ცირა კუპრაშვილი, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი წინასწარმეტყველებები ბევრჯერ გამართლდა.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც თავად ამბობს, საქართველოში სატანური რიტუალები მოქმედებს.

„როდესაც სახლში იწყება ბილწსიტყვაობა, იმ წუთში იწყება მისი ნგრევა. სახელმწიფოც ოჯახია, როდესაც იწყება სატანური რიტუალები, ყველაფერი ამორალური, იქ იწყება ნგრევა. 

მე ვარ ინტუიციური, შინაგანად ვგრძნობ ყველაფერს, ამიტომ დავდიოდი რამდენიმე დღე და შაქრით ვატკბობდი ჩემს ქალაქს, ვლოცავდი. 

ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს არ არის სატანისტური რიტუალი, ამიტომ მოხდა ისიც, რომ ბიჭს ხელი ჰკრეს და გადააგდეს. ამას ექნება გაგრძელებაც. 

მოგიწოდებთ, დაატკბეთ დედამიწა, იარეთ, ლოცეთ, დაანთეთ სანთელი, იარეთ ტაძარში. არ იბილწსიტყვაოთ, რადგან როგორც კი ცუდ სიტყვას იტყვით, სატანა გერევათ! განსაკუთრებით ეს ეხებათ ქალებს, ქალს ზოგადად უხდება მოხდენილად საუბარი. ბედნიერება ცხოვრობს ენის წვერზე, ან გაფურჩქვნის ქალღმერთი ცხოვრობს, ან დემონი. 

ჩვენი საუბარი დამატკბობელი, დამათრობელი უნდა იყოს, ზუსტად ჩვენი ლოცვა გადაარჩენს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სატანური რიტუალის მსხვერპლნი უნდა გახდნენ“, - ამბობს ცირა კუპრაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვისაც ომი არ უნდა, პირდაპირ ბილეთს აიღებს და გაფრინდება და იცით ომში ვინ წავა? ის პოლიცია და სპეცრაზმი შენ რომ გუშინ მაშხალებს ესროდი...“ - სოციალური ქსელის მომხმარებლის მიმართვა

🎥 „ტუალეტის უნიტაზზე მეტი ბაქტერია შეიძლება იყოს ჩვენს ბალიშზე, რასაც დიდი პრობლემის შექმნა შეუძლია“ - რას ამბობს არუნ ხათრი

🎥 რა უნდა გააკეთოთ ახალ წელს თუ გინდათ, რომ 2025 წელს გათხოვდეთ