Digest Logo

🎥 „ვისაც ომი არ უნდა, პირდაპირ ბილეთს აიღებს და გაფრინდება და იცით ომში ვინ წავა? ის პოლიცია და სპეცრაზმი შენ რომ გუშინ მაშხალებს ესროდი...“ - სოციალური ქსელის მომხმარებლის მიმართვა

1734074539
 ბაგრატ გრუზინსკი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მხატვარი, რომელიც ფეისბუკზე  ბაგრატ გრუზინსკის სახელითაა დარეგისტრირებული ვიდეომიმართვას ავრცელებს და GEN-Z თაობას შერჩევით სამართალზე ესაუბრება. 

როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდებს სამართლიანობა სურთ, თუმცა თავად არ იცავენ სამართლის პრინციპებს.

„ჯენზი თაობას მივმართავ, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან გულწრფელები, მართლები და არცერთ პოლიტიკურ სპექტრს არ მიეკუთვნებიან როგორც თავად განაცხადეს.

ბიჭებო და გოგოებო, სამართლიანობა გინდათ და რეალურად სამართლიანი პრინციპებით არ მოქმედებთ, მე მომიწოდებთ გამოვიდე აქციაზე და დაგეხმაროთ თქვენ! იცით რა არის სამართლიანობა? ოპოზიციური სპექტრი, რომელიც გამუდმებით იძახდა, რომ არჩევნები არ გაყალბდება და ეს ყველამ დაადასტურა პრეზიდენტის ჩათვლით, გამოვიდა მესამე დღეს და არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა. ამაზე თქვენ პრეტენზია არ გქონიათ, გამოგიყვანათ, გაღრიალათ ქუჩაში. 

ოპოზიციის მიერ თქვენ ყველა გამოსულები ხართ ქუჩაში, გამოდის ხელისუფლება და ამბობს, რომ ევროკავშირთან დროებით ვწყვეტთ ურთიერთობას, მაგრამ ევროინტეგრაციის გზა გრძელდება. ამაზე წავიდა მთელი შოკი, ყველა დეპრესიაში ჩავარდით, წივით, კივით, ვაიმე, ევროპასთან ყველაფერი დაგვეკეტა და ეს არის რუსული მთავრობა. ე.ი ხელისუფლებაში ისეთი დებილები სხედან, რომ არჩევნების გაყალბების ფონზე გამოსულ ადამიანებს დაუმატა მორიგი დაძაბულობა და გაუჩალიჩა საკუთარ ძალაუფლებასაც? 

ვლადიმირ პუტინი, რომელიც ნახევარ მსოფლიოს ცხვირში ჩექმას ურტყამს და ვერავინ უბედავს შეწინააღმდეგებას, ისეთი დებილია, რომ განცხადება გააკეთა, რომ ყოჩაღ საქართველო, აი, ღირსეული ხალხი, „მალადეც“ პრემიერ მინისტრს და ა.შ. თქვენ ეს დაიჯერეთ და მეორე მხარეს არ განიხილეთ, რომ პუტინი სპეციალურად აკეთებს ამ განცხადებებს, რომ ზუსტად სამოქალაქო ომი მოხდეს თქვენთან ერთად. 9 აპრილი დაგავიწყდათ ჯენზებო, რადგან თქვენ არც იყავით დაბადებული. იგივე ხდება დღეს.

არავის ეგონა, რომ საქართველო ამ ტონს გაუბედავდა ან ევროპას ან ამერიკას, იმიტომ რომ ღირსება დაიცვა, ჩვენს მუშტი დავარტყით ცხვირში ევროპას.

გეტყვით თქვენ რას გააკეთებთ მეორე ფრონტის გახსნისას: ვისაც ომი არ უნდა, პირდაპირ ბილეთს აიღებს და გაფრინდება, ვინც მშიშარაა ვინც ბილეთი აიღო იმას შეეხვეწება, რომ მეორე ბილეთიც „დაუთრიო“.

პოლიტიკოსების შვილები, როგორც 2008-ში რიგში ჩადგებიან და იცი ომში ვინ წავა? აგერ მე რომ ვზივარ სახლში, ის პოლიცია და სპეცრაზმი წავა, შენ რომ გუშინ მაშხალებს ესროდი.

შერჩევითი სამართალი რომ გაქვთ ბავშვებო, წარმატებას ვერ მიაღწევთ“, - ამბობს ბაგრატ გრუზინსკი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ტუალეტის უნიტაზზე მეტი ბაქტერია შეიძლება იყოს ჩვენს ბალიშზე, რასაც დიდი პრობლემის შექმნა შეუძლია“ - რას ამბობს არუნ ხათრი

🎥 რა უნდა გააკეთოთ ახალ წელს თუ გინდათ, რომ 2025 წელს გათხოვდეთ

ვიტალი დარასელიას გარდაცვალებიდან 42 წელი გავიდა