20 მაისს საქართველოს უმეტეს საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
აღნიშნულ ფაქტს, 2021 წლის 15 სექტემბერს ვერაზე მოკლული, Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ახალგაზრდებს სკოლის დამთავრებას ულოცავს:
„ყველაფერი ბოლო სენტიმენტებთანაა დაკავშირებული, მაგრამ როცა ეს ბოლო შობს მომავალს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებები.
„აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია!”.
მომავალი თქვენია ახალგაზრდებო. გილოცავთ სკოლის დამთავრებას, სათითაოდ უნდა დადოთ აგური უკეთესი მომავლისთვის“, - წერს იზა ომაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„როგორ გაირბინეს წლებმა, ერთ დროს პატარა გოგომ დღეს სკოლა დაამთავრა“ - გიორგი გაბუნია დაზე
⭕ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ავარიას ძმები ემსხვერპლნენ
⭕111, 222, 333 - რას ნიშნავს ანგელოზების ნუმეროლოგია და რა ნიშნებს გიგზავნით თქვენი მფარველი?