20 მაისს საქართველოს უმეტეს საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
სკოლა დაამთავრა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას დამ ბარბარემ, რასაც მსახიობი სოციალურ ქსელში ულოცავს.
„როგორ გაირბინეს წლებმა. ერთ დროს პატარა გოგომ, დღეს სკოლა დაამთავრა.
გილოცავ ბაბიკო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. მინდა, ისეთივე წარმატებული იყო ყველგან, როგორც სკოლაში იყავი.
დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მაგარი და საუკეთესო გელის წინ. მიყვარხარ და მეიმედები, აბა შენ იცი ასახელე ეს გვარი, რაც ვიღაცებმა დააკლეს.
ვულოცავ ყველა ახალგაზრდას ბოლო ზარს, წარმატებებით გევლოთ“, - წერს გიორგი გაბუნია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ავარიას ძმები ემსხვერპლნენ
⭕111, 222, 333 - რას ნიშნავს ანგელოზების ნუმეროლოგია და რა ნიშნებს გიგზავნით თქვენი მფარველი?