ოდესმე დაინტერესებულხართ ანგელოზების ნუმეროლოგიით?
ამ სტატიაში მოგიყვებით სხვადასხვა რიცხვების მნიშვნელობაზე და სულიერ სამყაროსთან მათ კავშირზე.
ანგელოზების ნუმეროლოგია - ეს არის ციფრების კომბინაცია, რომლებიც ატარებენ გარკვეულ გზავნილებს ან შეტყობინებებს, როცა ჩვენს ცხოვრებაში ჩნდებიან. თითოეულ რიცხვს აქვს თავისი ენერგია და ასხივებს გარკვეულ ვიბრაციას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს მდგომარეობაზე, ფიქრებსა და ქმედებებზე.
დეტალები
როცა ხედავთ განმეორებად ან გარკვეული თანმიმდევრობით განლაგებულ ციფრებს, ეს შეიძლება იყოს ანგელოზებისგან გამოგზავნილი ნიშანი, რომლებსაც სურთ მიიპყრონ თქვენი ყურადღება რაიმე მნიშვნელოვანზე ან დაგიდასტუროთ, რომ თქვენი არჩევანის სისწორე. ანგელოზებმა შეიძლება სხვადასხვა საშუალებები გამოიყენონ კომუნიკაციისთვის, როგორიცაა სიმღერა, სიზმარი, ბუმბული, მონეტები ან ელექტროენერგია. მაგრამ ციფრები, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მოსახერხებელი საშუალებაა ჩვენთვის ზეციური გზავნილების გადმოსაცემად.
იმისათვის, რომ გავიგოთ, რის თქმას ცდილობენ ანგელოზები, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ კონტექსტს, რომელშიც ამ ციფრებს ვხედავთ, ასევე, საკუთარ შეგრძნებებსა და აზრებს იმ მომენტში. ასევე, კარგი იქნება, რომ თავიდანვე გავარკვიოთ ამა თუ იმ ციფრების და მათი კომბინაციების მნიშვნელობა.
მაგალითად:
000 - ანგელოზები ცდილობენ დაგანახონ, რომ გარკვეული თანხმობა გჭირდებათ მათი მხრიდან. თქვენ გადაიტანეთ რაღაც ცუდი, ამიტომ, ისინი ეცდებიან მხარი დაგიჭირონ და გაგაძლიერონ.
111 - ნიშნავს, რომ საჭიროა აკონტროლოთ საკუთარი ფიქრები და იფიქროთ იმაზე, თუ რა გსურთ სინამდვილეში.
222 - ნიშნავს, რომ მალე თქვენი იდეები რეალიზდება და საჭიროა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროთ მათზე მუშაობა.
333 - ნიშნავს, რომ თქვენს გვერდით არიან პროფესიონალი და კეთილმოსურნე ადამიანები, რომლებიც გეხმარებიან და მხარს გიჭერენ.
444 - ნიშნავს, რომ ანგელოზები გიფარავენ და უხვად გიგზავნიან საკუთარ წყალობას, ლოცვას, სიყვარულს და გიცავენ.
555 - ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში დიდი გარდატეხები მოხდება. ცვლილებები კი დადებითად იმოქმედებს თქვენს პირად და ზოგად ცხოვრებაზე.
666 - ნიშნავს, რომ თქვენ ზედმეტად კონცენტრირებული ხართ ცხოვრების მატერიალურ ასპექტებზე და გჭირდებათ მეტი სულიერება.
777 - ნიშნავს, რომ თქვენ სწორ გზას ადგახართ და მიყვებით ცხოვრების მიზანს.
888 - ნიშნავს, რომ მიაღწიეთ ბალანსს სულიერ და მატერიალურ სამყაროს შორის და მალე მიიღებთ ჯილდოს ამ ყველაფრისთვის.
999 - ნიშნავს, რომ თქვენ ასრულებთ ცხოვრების რაღაც ეტაპს და მზად ხართ ახლის დასაწყებად.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: horoskopi.ge