
სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი „ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული“ ფეისბუკზე ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანს რა თანამდებობა შეეფერება:
„პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:
ვერძი - თავდაცვის მინისტრი.
ვერძი მებრძოლი და ინიციატორია. მისი ლიდერული თვისებები და აქტიური ბუნება მას იდეალურს ხდის თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე.
კურო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
კურო პრაქტიკული, სტაბილური და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული ნიშანია, რაც მას საუკეთესო კანდიდატად აქცევს ქვეყნის ეკონომიკის მართვისთვის.
ტყუპები - საგარეო საქმეთა მინისტრი.
ტყუპებს შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი აქვთ, შეუძლიათ მოლაპარაკებების წარმოება და სხვადასხვა მხარესთან საერთო ენის გამონახვა, რაც დიპლომატიაში გადამწყვეტია.
კირჩხიბი - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
კირჩხიბი ემოციური და მზრუნველია. მას გულთან ახლოს მიაქვს საზოგადოების დაუცველი ფენების პრობლემები და ცდილობს, მათზე იზრუნოს.
ლომი - პრეზიდენტი.
ლომი ქარიზმატული ლიდერია, რომელსაც შეუძლია ქვეყნის წარმოსაჩენად როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე. მისი ბუნებრივი ავტორიტეტი მას პრეზიდენტის პოზიციასთან აკავშირებს.
ქალწული - ფინანსთა მინისტრი.
ქალწული დეტალებზე ორიენტირებული, მოწესრიგებული და ანალიტიკურია. მისი სიზუსტე და პრაგმატიზმი ფინანსთა მინისტრისთვის აუცილებელია.
სასწორი - იუსტიციის მინისტრი.
სასწორისთვის სამართლიანობა და ბალანსი უმნიშვნელოვანესია. მას აქვს უნარი, მიუკერძოებლად განიხილოს საკითხები და სამართლებრივი სისტემის გამართული მუშაობას უზრუნველყოს.
მორიელი - შინაგან საქმეთა მინისტრი.
მორიელი გამჭრიახი, ანალიტიკური და საიდუმლოებების ამოხსნაში ძლიერია. ის იდეალურია ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დაცვისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად.
მშვილდოსანი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
მშვილდოსანი თავისუფლებისა და ცოდნის მოყვარულია. მას მუდამ ახალი იდეები აქვს, სურს განათლებისა და კულტურის სფეროების განვითარება.
თხის რქა - პრემიერ-მინისტრი.
თხის რქა ამბიციური, პასუხისმგებლობიანი და სტრატეგიულად მოაზროვნეა. მას შეუძლია დიდი პროექტების მართვა და წარმატების მიღწევა, რაც მას პრემიერ-მინისტრის პოზიციისთვის საუკეთესოდ აქცევს.
მერწყული - ციფრული მმართველობის მინისტრი.
მერწყული ნოვატორი და მომავალზე ორიენტირებულია. ის თანამედროვე და პროგრესულ ხედვებს დანერგავს ქვეყნის მართვაში, რაც ციფრული მმართველობის მინისტრისთვის მნიშვნელოვანია.
თევზები - კულტურისა და სპორტის მინისტრი.
თევზები შემოქმედებითი და თანამგრძნობი ნიშანია. მას შეუძლია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, ასევე სპორტის პოპულარიზაცია“, - წერია გავრცელებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ: