Digest Logo

„ავიღე ტელეფონი და დავრეკე: ქააძე ხომ არ იყო იქ? სრულიად უცნობი ჩემთვის მაგრამ ნაცნობი მისი პროფესიონალიზმით... აღმოჩნდა, რომ იყო...“ - ანა წერეთელი

1659122251
ქააძე ტრაგედიას შეწირული

გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანიდანაა.

43 წლის დიმა ქააძეს თბილისის საავიაციო სასწავლებელი აქვს დამთავრებული. 

ქააძის ამბის შესახებ ჟურნალისტი - ანა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მისი გვარი ყოველთვის ესმოდა მძიმე წუთებში, რადგან ყოველთვის სამსახურის სადარაჯოზე იყო.

„ქააძე.. ქააძე.. სულ მესმოდა ეს გვარი დიტოსგან. არ ვიცნობდი, არც არსად მენახა, მახსოვდა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამაშველო ოპერაციის მერე დაჯილდოვდა და თავისი საქმის პროფესიონალი იყო.

ვინმე სადმე თუ ჩარჩებოდა, საშველი იყო და ყურს მოვკრავდი ამ თემას ტელეფონზე, იქვე მესმოდა: „აქ არაა ქააძე?“

დღევანდელი ტრაგედიის ამბავი რომ გავიგე, იმწამსვე გულმა რეჩხი მიყო, ავიღე ტელეფონი და დავრეკე: ქააძე ხომ არ იყო იქ? სრულიად უცნობი ჩემთვის, მაგრამ ნაცნობი მისი პროფესიონალიზმით და შემართებით....
იყო.

აღმოჩნდა, რომ იყო... რა მძიმე ამბავია... სამძიმარი ოჯახს, მეგობრებს, მთელ საქართველოს.. 
დიდება გმირებს“, - წერს წერეთელი.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ ატარებს წყვილი თაფლობის თვეს საბერძნეთში - ახალი კადრები

🔵„ასე იგეგმებოდა“ - რატომ სტუმრობდნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ქორწილამდე ელდარ შენგელაიას?

🔵„იმედია, ხვდება ის ფოტოგრაფი, სულ რომ არ ყოფილა ქორწილში, არავინ არსად სამუშაოდ არ დაუძახებს?“- ლაშა ბასლანძე