ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის შესახებ სრულიად საქართველო ალაპარაკდა. სოციალური ქსელი გადატვირთული იყო წყვილის ვიდეოებით. ქორწილის შესახებ ძირითადად გამოხმაურებები დადებითი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა, დავით ჭალიძემ უარყოფითი შეფასებაც დაწერა.
პროდიუსერი და სალომე ბაკურაძის მეუღლე ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში მიმდინარე თემის შესახებ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ფოტოგრაფი, რომელიც პოსტის ავტორია, საერთოდ არ იმყოფებოდა ირაკლის და ლიზას ქორწილში.
„იმედია ხვდება ის ფოტოგრაფი, სულ რომ არ ყოფილა ქორწილში და პოსტი დაწერა არ გვაჭამესო, ცხოვრებაში არავინ არსად სამუშაოდ არ დაუძახებს? რას დავემსგავსეთ ხალხო, გული მერევა“, - წერს ლაშა ბასლანძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოიტაცა გოგო“ - ჯანეტ ქერდიყოშვილის შვილი ირაკლი მაქაცარიას დისშვილთან დამეგობრდა
„საჭმელი არ აჭამეს გადამღებ ჯგუფს, ლუკმა ვერ გაიმეტეს...“ – ფოტოგრაფის სკანდალური განცხადება