„ტიკტოკერი“ ნიკა კალანდაძე, რომელიც Gen-Z თაობას მიეკუთვნება ამბობს, რომ მისი აზრით ასაკოვანი მასწავლებლები, რომლებიც მშობლების თაობას ასწავლიდნენ ახლა აღარ უნდა იყვნენ სკოლაში და არ უნდა ასწავლიდნენ ახლა თაობას. მისი თქმით, სურს სკოლაში საკუთარი პროგრამით ასწავლოს, თუმცა მისი შექმნის შესაძლებლობა ამჯერად არ აქვს.
„ბაბუაჩემს, დედაჩემს და მამაჩემს, რომ ასწავლიდა ის მასწავლებელი მე აღარ უნდა მასწავლიდნენ. რადიკალური ვარ, მაგრამ რა გავაკეთო, მართალი არ ვარ ხალხო?! კატასტროფაა. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეს მოტივაცია მივიდეს და ასწავლოს, იქ რომ იყოს ნორმალური ინვენტარი, იქ მე რომ მქონდეს პროგრამის შექმნის საშუალება ღმერთს ვფიცავ თუ არ მივსულვიყავი მასწავლებლად, იცით როგორ მინდა?!“,- ამბობს „ტიკტოკერი“ ნიკა კალანდაძე ერთ-ერთ გადაცემაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ასეთ მწარე სიკვდილს არ იმსახურებდით...“ – თამაზ ლოხიშვილი ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე