მას შემდეგ, რაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელების შესახებ ბევრს წერენ. იხსენებენ მათ ბავშვობას და საუბრობენ, როგორ იწყებოდა მათი კარიერა სხვადასხვა კლუბებში.
ირაკლი გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს.
„ბადარა ბუდუზი”, – წერს ირაკლი გაფრინდაშვილი და აღნიშნავს, რომ მისმა მეგობარმა, გიორგი ჩოგოვაძემ ბუდუს ბავშვობის ფოტოს მიაგნო.
„ბუდუზის შემსწავლემმა კომისიამ მისი ბავშვობის ფოტოს მიაგნო”, – წერს ირაკლი და იხსენებს ბუდუს ინტერვიუს, სადაც ის საუბრობს, რომ ჭადრაკში სიგელები აქვს მიღებული და ეს სპორტი ძალიან უყვარდა, სანამ მის ცხოვრებაში ფეხბურთი არ შემოვიდა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „ჩვენ მზად ვართ მიგიღოთ, მიყვარხართ მთელო საქართველო“ - ბუდუ ზივზივაძის მამა