Digest Logo

„ბაირამ მუბარაქელა“ ჩემო გულიანო, წესიერო, მშრომელო, იმედიანო, ბარაქიანო, მთის აჭარელო მეგობრებო“ - ზურა შევარდნაძე

1771568771
ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.

ამჯერად ზურამ სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გაავრცელა და მუსლიმან ქართველებს ბაირამი მიულოცა:

„შვილი რომ შემეძინა, ყველა ნათესავმა, ახლობელმა, შინაურმა და გარეულმა გულითადად მომილოცა და არც საჩუქრები დაიშურეს სიხარულის გამოსახატავად. ყველაზე განსაკუთრებულად კი, ჩემმა ღორჯუმელმა მეგობარმა ოჯახმა მომილოცა. არც გილოცავთ, არც გვიხარია, არც ღმერთმა სასახელო გაგიზარდოს, რამდენიმე სიტყვიანი წერილი გამომიგზავნეს ..

„ზურიკო, ბებიამ, რომ გეიგონა შენი ესმას დაბადების ამბავი დიდი ქვაბით ტკბილი ფლავი მოხარშა, შარაზე გამოდგა, დაარიგა და იმ დღეს მთელი სოფელი, ყველა ამვლელ-ჩამვლელი შენ და შენს პატარა შვილს ლოცავდა..“.

ზღაპრებში რომ ხდება ისეთი ამბავი მგონია..

სანამ ცოცხალი ვარ არასდროს დამავიწყდება.

დღეს მუსლიმანი ქართველები ბაირამს ზეიმობენ..

„ბაირამ მუბარაქელა“ ჩემო გულიანო, წესიერო, მშრომელო, ენით აღუწერლად მშრომელო, იმედიანო, ბარაქიანო, სტუმართმოყვარე, მხიარულო და ხალისიანო, ჩემო მთის აჭარელო მეგობრებო.

დანარჩენი ახალ წიგნში „ჩემი ამბები“, - წერს ზურაბ შევარდნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი, ცნობილი მსახიობი ერიკ დეინი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

„სირთულეები მგზავრობისას, შეფერხებები, დაბრკოლებები... არასასურველია ექიმთან ვიზიტი“ - ფენ-შუის სპეციალისტი 20 თებერვლის ენერგიებზე

„უფლის წყალობა და მადლი შენს სავალ გზას, სულის ამოსვლამდე მიყვარს თებერვალი“ - ლუკა ჭოხონელიძე 27 წლის გახდა