Digest Logo

„უფლის წყალობა და მადლი შენს სავალ გზას, სულის ამოსვლამდე მიყვარს თებერვალი“ - ლუკა ჭოხონელიძე 27 წლის გახდა

1771566550
ნატო გელაშვილი

ყველა თაობის საყვარელი კომპოზიტორი და ავტორ/შემსრულებელი, ნატო გელაშვილი უმცროს ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს.

ლუკა ჭოხონელიძე 27 წლის გახდა და დედამ მას ბედნიერება უსურვა:

„შენ გაგიმარჯოს ჩემო ლუკა, 27. იბედნიერე, რომ შენი ბედნიერებით ვისაზრდოვო.

უფლის წყალობა და მადლი შენს სავალ გზას.

პ.ს. სულის ამოსვლამდე მიყვარს თებერვალი…“, - წერს ნატო გელაშვილი.

ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას, როგორ საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით სარგებლობენ ნატოს შვილებიც, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. დედის მსგავსად, შვილებიც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებული.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 თებერვალს საქართველოში

„ყველაზე მძიმე სურათია, როცა უყურებ, როგორ „იკლავს“ ადამიანი საკუთარ თავს და ვერაფერს აკეთებ მის გადასარჩენად, რადგან „დაიღუპოს“ - მისი არჩევანია“ - ქეთევან ჯანდიერი

„დიდია ალბათობა, რომ გაგეხსნება ახალი, წარმატებული შესაძლებლობები და განვითარების გზები“ - 20 თებერვლის ასტროპროგნოზი