ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან „ბასტი-ბუბუს“ სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო.
ამჯერად მომღერალმა 1995 წელს გადაღებული კლიპი გაგვიზიარა, რომელიც გადაცემაში „ბასტიბუბუ“ გავიდა.
„ბასტიბუბუ მგონი 1995 წელი. i wanna dance with somebody“, - წერს ნინი ბადურაშვილი.
„რამდენი ნიჭიერი და ლამაზი გოგოა ამ ქალაქში და მიკვირს, რატომ არის ნინის მიმართ ასეთი გაცხოველებული ინტერესი. ბავშვობიდან იყო განხილვის თემა. წერდნენ, რომ იყო ყველაზე სასურველი სარძლო. ეს თემა იყო ისეთი აქტუალური, ვფიქრობდი, რატომ ნინი? თბილისმა იცის ამოჩემება… რატომ არის ამდენი ხალხი დაკავებული ნინის ამბების განხილვით. ნინი სულ შეწუხებული იყო და ჩვენ ყველა, როდის გათხოვდებოდა. ეს ჩემზეც იყო, მაგრამ ვერ შევედრები ნინის… არც გათხოვება უკითხავს ჩემთვის… მართლა თავისით გადაწყვიტა. სხვა ურთიერთობები ვიცოდით. ნინი ისეთი ტიპია, რომ არ მალავს. ყველაფერს ჰყვებოდა. ეს ბიჭი უცებ სად გაიცნო, არ ვიცი. მოვიდა და გვითხრა, ახლა უნდა გავთხოვდეო. ვინ არის, რა ჰქვია, რა გვარია-მეთქი. არა, გადავწყვიტე და უნდა გავთხოვდეო… არ მქონია იმის საშუალება, რომ მეთქვა ან კარგი, ან ცუდი. ჩავრთულვარ სხვა ურთიერთობებში, როცა ნინი განცდებში მინახავს და უბედური იყო, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ნინის და ირაკლის ურთიერთობაში არ ჩავრეულვარ… ნინიმ არასდროს არაფერში დამიჯერა და არც მიკვირდა, რადგან მასში ჩემს თავს ვხედავდი ზუსტად…“, - იხსენებდა ეკა კახიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ნუკი კოშკელიშვილის საშემოდგომო ლუქი - ტელეწამყვანი არაჩვეულებრივ ფორმაშია
🎥 ორსული ლიზა ჩიჩუა საცურაო აუზიდან კადრებს გვიზიარებს - „ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლო აქტივობაა“