„აჭარის ტელევიზიის“ პირდაპირ ეთერში, ჩართვის დროს, მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ადგილობრივმა მცხოვრებმა ყურძენი შესთავაზა.
კეთილი ჟესტი მაყურებელს ყურადღების გარეშე არ დარჩენია და ვიდეომ უამრავი ნახვა დააგროვა.
აღნიშნულის შესახებ თავად კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმი კვლავ გვახსენებს, რომ სილამაზე არის იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხედავენ:
„მშვენიერია ყურძენი დილით, როგორც ბავშვობის გემო, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია.
ტელევიზიის ირგვლივ კი დიდებული სამეზობლოა და ამ უბრალო დილაში, ბათუმი ისევ გვახსენებს: სილამაზე არის იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხედავენ..“, - წერს კობა ფარტენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის შემოდგომის ბოლომდე მნიშვნელოვანი წარმატება და იღბალი ელის