Digest Logo

🎥 „მიკროფონში ღრიალი, მაღალ ხმაზე მუსიკა, ნორმალიზებულია ღამის კლუბი - ეს არ არის ბავშვის განმავითარებელი გარემო“ - ცირა ბარქაია ბავშვთა გასართობ ცენტრებზე

1760082924
ცირა ბარქაია

არის თუ არა გარემო, რომელშიც ჩვენი შვილები იზრდებიან, მათდამი სიყვარულით სავსე და რა საფრთხეს უქმნის ბავშვს გასართობ ცენტრში სიარული - აღნიშნულ თემებზე ფსიქოლოგმა და ინკლუზიის სპეციალისტმა ცირა ბარქაიამ გადაცემაში „ჯანსაღი დიალოგი“ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:

„ბავშვთა გასართობი ცენტრები, სადაც ნორმალიზებულია ჩვეულებრივი ღამის კლუბი.

ღამის კლუბის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ბავშვისთვის ღამის კლუბი არ არის შესაბამისი!

გარემოში ბავშვი შედის, სადაც არის მიკროფონში ღრიალი, მაღალ ხმაზე მუსიკა, ძალიან ბევრი მასტიმულირებელი განათება, თამაში მუდმივად შეჯიბრებაზე ორიენტირებული, მუდმივად მხოლოდ იუბილარი გამარჯვებული - ეს არ არის ბავშვის განმავითარებელი გარემო, ეს არის ძალიან არასათანადო, შეუსაბამო გარემო, რომელზედაც შემიძლია საათები ვისაუბრო. 

როდესაც დაბალანსებული არ არის სხვადასხვა სენსორული წყაროები, დღის განმავლობაში მაგალითად ფიზიკური აქტივობა, სირბილი, თამაში, წიგნის კითხვა, ძერწვა.

უნდა იყოს დაბალანსებული, ხან აქტიური, ხან პასიური და ძილისკენ უფრო პასიური აქტივობები“, - ამბობს ცირა ბარქაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სულმა უკვე გაიარა ნახევარი წრე და მზად არის თავის თავი გამოავლინოს სხვაში...“ - სულის ევოლუციური გზა ამ სამყაროში ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის შემოდგომის ბოლომდე მნიშვნელოვანი წარმატება და იღბალი ელის

„ადამიანის ჯანმრთელობა მისი აზროვნების პირდაპირი შედეგია, ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას შორის არის პირდაპირი კავშირი“ - თამარ კვარაცხელია