20 ნოემბერს, ბათუმში, Bau International Hospital-ში გოლიათი ნიკოლოზ კაპანაძე დაიბადა, რომელიც თითქმის 6 კილოს იწონის და სიმაღლეში 56 სანტიმეტრია.
საავადმყოფოს ინფორმაციით, დედას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ახლა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში დღეს გოლიათი ბიჭი - ნიკოლოზ კაკაბაძე დაიბადა.
იგი საკეისრო კვეთის შედეგად 5.900კგ, 56სმ მოევლინა ქვეყანას. ამჟამად ახალშობილიც და მისი დედიკოც თავს შესანიშნავად გრძნობენ.
კლინიკის სახელით, ნიკოლოზის მშობლებს ვულოცავთ შვილის დაბადებას, მშვიდობიან და სიყვარულით სავსე მომავალს ვუსურვებთ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა უნდა ვიცოდეთ ქალური დაავადებების შესახებ? - ზაზა თელიას რჩევები