Digest Logo

„ბავშვად დარჩენილი დიდი ბიჭი, ტკბილი, თბილი, საოცარი“ - ნათია ბანძელაძე გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება

1792615424
ნათია ბანძელაძე

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ემშვიდობება:

„ჩემი ნემსო, ბავშვად დარჩენილი დიდი ბიჭი, ტკბილი, თბილი, საოცარი...

რამდენი მოგონება, რამხელა სიყვარული, რუსო არც ვიცი, რა ...

ყველა მტკივა, ვისაც ასე გვატკინა ჩვენმა ნემსომ...

მშვიდობით მაგარო კაცო, ისევ, ისევ ისე გვიყვარხარ ნემსო“, - წერს ნათია ბანძელაძე. 

გიორგი ნემსაძემ  1992–2004 წლებში ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი, საიდანაც 42 შეხვედრაში გუნდს კაპიტნობდა.

კარიერა დაიწყო და დაასრულა თბილისის „დინამოში“. ასევე თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში“, თბილისის „შევარდენსა“ და „ლოკომოტივში“. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია.

იგი თამაშობდა გერმანულ „ჰომბურგში“, თურქულ „ტრაბზონსფორში“, შვეიცარიულ „გრასჰოფერში“ და იტალიურ „რეჯანაში“. განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“, სადაც კაპიტანი იყო და 2010 წელს კლუბის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყურადღება მიაქციე ფინანსებს, ინვესტიციებსა და საერთო რესურსებს“ - 22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„ძალიან იმოქმედა ჩემზე, ვიფიქრე, ღირს სიცოცხლე -მეთქი“ - რა სიზმარი ნახა კესარია აბრამიძის დედამ შვილის დაღუპვის შემდეგ

⭕„არ ვამბობ, რომ შემიძლია ვაპატიო, მაგრამ...“ - რას ამბობს ალისა სირბილაძე შვილის მკვლელზე

✕