Digest Logo

„ძალიან იმოქმედა ჩემზე, ვიფიქრე, ღირს სიცოცხლე -მეთქი“ - რა სიზმარი ნახა კესარია აბრამიძის დედამ შვილის დაღუპვის შემდეგ

1792612349
კესარია აბრამიძე

2024 წლის 18 სექტემბერს თბილისში, საკუთარ ბინაში ცნობილი ტრანსგენდერი ქალი, 36 წლის კესარია აბრამიძე მეზობლებმა დანით დაჩეხილი იპოვეს. სასამართლო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ იგი სისხლისგან დაიცალა.

მოკლულის დედა გადაცემაში „სხვა ნანუკა“ შვილთან დაკავშირებულ სიზმარს იხსენებს:

„რთული სიტუაციები ბევრი მქონია, მაგრამ მჯეროდა, რაც მას უნდოდა, მიაღწევდა. ახლაც ვფიქრობ, რომ სადაც არის, ახლაც ბედნიერი იქნება.

ვნახე სიზმარი, ჩემ შვილმა მითხრა, დედა, სულ რატომ დადიხარ აფთიაქებშიო. ვუთხარი, არა, კარგად ვარ, შენ როგორ ხარ -მეთქი და მეც კარგად ვარო. კარგი ახლა წავედი, ხვალ თბილისში მივდივარო, მეც მინდა შენთან წამოსვლა -მეთქი და არაო, შენ ვერ წამოხვალო. 

ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე, ვიფიქრე, ალბათ ღირს სიცოცხლე -მეთქი“, - ამბობს ალისა სირბილაძე.

ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელი ბექა ჯაიანია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 წლის ბექა ჯაიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და სისტემატურ ძალადობაში. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახედ უვადო პატიმრობა მიესაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არ ვამბობ, რომ შემიძლია ვაპატიო, მაგრამ...“ - რას ამბობს ალისა სირბილაძე შვილის მკვლელზე

⭕„როგორც დედას, შემეძლო ზომები მიმეღო...“ - რას ჰყვება კესარია აბრამიძის დედა

⭕7 ფრაზა, რომელიც ბავშვთან კონფლიქტს მშვიდობიან შეთანხმებად აქცევს, 7 ინტერაქციულ თამაშთან ერთად

✕