Digest Logo

„არ ვამბობ, რომ შემიძლია ვაპატიო, მაგრამ...“ - რას ამბობს ალისა სირბილაძე შვილის მკვლელზე

1792610593
კესარია აბრამიძე

2024 წლის 18 სექტემბერს თბილისში, საკუთარ ბინაში ცნობილი ტრანსგენდერი ქალი, 36 წლის კესარია აბრამიძე მეზობლებმა დანით დაჩეხილი იპოვეს. სასამართლო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ იგი სისხლისგან დაიცალა.

მოკლულის დედა გადაცემაში „სხვა ნანუკა“ შვილის მკვლელზე საუბრობს:

„სხვათა შორის, ვფიქრობდი, ქუჩაში რომ გადიხარ და არიან ისეთი ტიპები, ბიჭები, ისეთ უხეშ სიტყვებს ხმარობენ, გულში ფიქრობ, თავიდან მკვლელი ხომ არ იბადება? ამას ქმნის რა? ალბათ საზოგადოება, გარემო, ოჯახი, მე არ ვამბობ, რომ ეს გააკეთა და შემიძლია ვაპატიო, არასდროს ვაპატიებ, მაგრამ თავიდან ბავშვი მკვლელად არ იბადება.

მხოლოდ მის დანაშაულს არ ვხედავ.

ოჯახს ბოდიში არ მოუხდია, მე მივიღებდი ბოდიშს.

კესარიას ბევრი ეკლიანი გზა აქვს გავლილი, მაგრამ მაინც გადალახა, ხალხს თავი შეაყვარა“, - ამბობს კესარია აბრამიძის დედა. 

ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელი ბექა ჯაიანია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 წლის ბექა ჯაიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და სისტემატურ ძალადობაში. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახედ უვადო პატიმრობა მიესაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„როგორც დედას, შემეძლო ზომები მიმეღო...“ - რას ჰყვება კესარია აბრამიძის დედა

⭕7 ფრაზა, რომელიც ბავშვთან კონფლიქტს მშვიდობიან შეთანხმებად აქცევს, 7 ინტერაქციულ თამაშთან ერთად

⭕„გვიბიძგებს, ჩავუღრმავდეთ საკუთარ ემოციებს, გადავაფასოთ არსებული...“ - 23 ოქტომბერს მზე მორიელის ნიშანში გადავა

✕