
ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი საზოგადოებისთვის საყვარელი არტისტია. იგი განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნუცასა და ანრი ჯოხაძის დუეტი – „მაჩუქე ფრთები“.
ამჯერად არტისტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხით დაბრუნდა, სადაც ბავშვებში გახშირებულ სუიციდის შემთხვევებს განიხილავს:
„ოჯახში საკითხი აუცილებლად უნდა იყოს დაყენებული ისე, რომ შვილი მშობლებთან ურთიერთობაში მაქსიმალურად ბედნიერი უნდა იყოს. არ შეიძლება ბავშვი იყოს დეპრესირებულ მდგომარეობაში და მერე ის ბავშვი ნორმალური გაიზარდოს.
ბავშვის გაჩენა იმხელა პასუხისმგებლობაა, რომ არ შეიძლება ეს დაიკიდო და გააგრძელო მერე შენი ცხოვრება.
აქედან გამომდინარეობს ის პრობლემა, რომ მერე ბავშვებს უჭირთ ცხოვრება ისედაც დათრგუნული სამყაროა.
შენ რომ ბავშვს რაღაცას უხსნი და მერე საწინააღმდეგოდ იქცევი, შვილი ფიქრობს თუ მშობლები ასე იქცევიან მე რატომ უნდა მოვიქცე სხვანაირად. მაგალითი აუცილებელია. ბავშვები უამრავ სიბინძურეს უყურებენ ინტერნეტში, შეიძლება მოუნდეთ გადახტომა, თავის მოკვლა“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: