
საზოგადოებაში ხანდაზმულ ასაკში სექსზე ხშირად ხუმრობენ. მიუხედავად ამისა, ასაკოვანი ადამიანისთვის სპეციალისტები ცხოვრების ამ სფეროს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ისინი ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ რეკომენდაციები და საშუალებები შეიმუშაონ, რისი საშუალებითაც ქალებსა და კაცებს რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნდეთ ინტიმური ურთიერთობების სურვილი.
რამდენად მნიშვნელოვანია 50+ ასაკის ადამიანებისთვის სქესობრივი ცხოვრება, რა ემართება ქალის ორგანიზმს თუ მას სრულყოფილი სექსუალური ცხოვრება არ აქვს - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ სექსოლოგმა, მედიცინის დოქტორმა არჩილ ბაქრაძემ ისაუბრა:
„რეგულარული სექსუალური ცხოვრება ბიოლოგიურ ასაკს 12 წლით აახალგაზრდავებს. ტვინი ამ დროს გამოყოფს ბიოლოგიურ „ნარკოტიკებს“, რაც აუმჯობესებს მთელ ბიოქიმიას.
სტატისტიკურად, 40 წლიდან 60 წლამდე მხოლოდ 20% აგრძელებს სექსუალურ ცხოვრებას, ის 20% არის ვინც ვერ ეგუება ქალთან ურთიერთობის დაკარგვის შანსს. ამას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს: სოციალური, ფინანსური.
დღევანდელი სექსოლოგია იძლევა იმის საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ სქესობრივი ურთიერთობა. არის მასიური აბები, რაც აუმჯობესებს ერექციას და არსებობს ინექცია.
მე პირადად ყველაზე ასაკოვანი პაციენტი ახლა 84 წლის მყავს, რეკორდსმენი“, - ამბობს არჩილ ბაქრაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მეორედ გადახდილი ქორწილი 15 წლის თავზე - შორენასა და დავითის სიყვარულის ისტორია
⭕„არ შეიძლება მკვდარი იყოს ის, ვინც გაცოცხლებს...“ - გია მურღულია საინტერესო პოსტს აქვეყნებს
🎥 ჯანმრთელობის რა პრობლემებს გვიქმნის სტრესი და როგორ გავუმკლავდეთ მას? - ზაზა თელიას რჩევები