სოციალური ქსელის მომხმარებელი ნიკა გოგოლაძე ფეისბუკის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში შოკის მომგვრელ ფოტომასალებს აზიარებს და „მაგნიტში“ ბავშვებისთვის შეძენილ იოგურტის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მაღაზიათა ქსელში დაძველებული, გაფუჭებული და დაობებული იოგურტი იყიდება.
„დღეს ბავშვისთვის ვიყიდე იოგურტი მაგნიტი • Magniti - ის ქსელში და შეხედეთ რა დამხვდა. დაობებული და გაუბედურებული იყო. უბრალოდ გადავირიე ისეთი ამბები დამხვდა შიგნით.
სად მიდიხართ ეს რომ ბავშვმა შეჭამოს? - მკაცრად გააკონტროლეთ რა შემოგაქვთ თქვენს ქსელში
და მეტი პასუხისმგებლობისკენ მოგიწოდებთ. ასე ძალიან ბევრ კლიენტს დაკარგავთ, ჩემი სახით გპირდებით თქვენთან აღარ ვიყიდი იოგურტს ( მგონი ისედაც შემჯავრდა)“, - წერს ნიკა გოგოლაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გუშინ გავქრისტიანდი, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილის ფოტოს აქვეყნებს