„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ სოციალურ ქსელში მამა შალვა კეკელიას უმძიმესი ბრალდება წაუყენა და თქვა, რომ სასულიერო პირმა გარდაცვლილ კაცს იმის გამო, რომ ერთ-ერთი პარტიის ცნობა ჰქონდა აღებული, (მღვდლის ცნობა. რედ.შენიშვნა) წესი არ აუგო.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში დეკანოზი თამაზ ლომიძე გამოეხმაურა და საზოგადოებას აუხსნა, თუ რას ნიშნავს მიცვალებულისთვის წესის აგება.
„ხალხო, ნუ გგონიათ წესის აგება რაღაც ჯადოსნური საშუალება მიცვალებულის იმქვეყნიური „კეთილმოწყობისთვის".
წესის აგება არის ბოლო, დიდი, გამოსათხოვარი ლოცვა მიცვალებულისთვის დაკრძალვის წინ, რომელსაც ასრულებს ეკლესია. ეს არის პანაშვიდი, გამოთხოვება და გაცილება მიცვალებულისა ბოლო გზაზე. ასევე ვედრებაა, რომ უფალმა თავის წიაღში მიიღოს მისი სული. მთავარი წესის აგება კი არ არის, არამედ კაცის ცხოვრება ანუ ის, თუ როგორი რწმენით იცხოვრა ადამიანმა ამქვეყნად. ამაზე უნდა იფიქროს ყველამ. წესის აგება არაფერს ცვლის ურწმუნო ადამიანისთვის“, - წერს თამაზ ლომიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გუშინ გავქრისტიანდი, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილის ფოტოს აქვეყნებს
🔵წარსულის გაქრობა თანხის სანაცვლოდ - ბარსელონაში დაარსებული ფირმის ფილიალი თბილისში აღმოაჩინეს