დედის დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღნიშნავენ. დღესასწაულის ისტორია ქვეყანაში სამ ათწლეულზე მეტს ითვლის.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ჟურნალისტი, მსახიობი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
„ხაჭაპურსაც რომ აცხობს და ცომში აქვს ხელები ფქვილიც კი არ ეცხება .ბავშვობიდან არ მახსოვს ფქვილი მის წინსაფარზე.
ცხადია ფქვილში დაისვრებოდა, მაგრამ ალბათ ვერ ვამჩნევდი და დღემდე ვერ ვამჩნევ.
დედაჩემი სულ სუფთაა, დედას არაფერი ეცხება“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემს შვილებს არ ჰყავთ ჩემნაირი დედა...“ - ნინო ნადირაძე
🎥 „უკვე ათენში ვარ, დიდი მადლობა ყველას...“ - ნინო ჩხეიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს