Digest Logo

2026 წლის 2 მარტიდან პლანეტა მარსი თევზების ნიშანში გადავიდა - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც ეს ტრანზიტი 9 აპრილამდე განსაკუთრებულ წარმატებას უმზადებს

1772544296
ჰოროსკოპი, ასტროლოგია

2 მარტიდან პლანეტა მარსმა უმნიშვნელოვანესი პერიოდის ათვლა დაიწყო, რაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს 4 ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს.

აქტივობის, სიმამაცის, გადაწყვეტილების მიღების, ენთუზიაზმის, ბრძოლისუნარიანობის, გამარჯვების წყურვილის, ნებისყოფის, ბიზნესისა და ვნების პლანეტამ, მარსმა, 2 მარტიდან თევზების ნიშანში გადაინაცვლა.

​მარსი ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშანში 2026 წლის 9 აპრილამდე იქნება.

​ამ პერიოდში პლანეტის კეთილგანწყობით შემდეგი ნიშნები ისარგებლებენ: ​

  • კირჩხიბი ​
  • მორიელი ​
  • კურო
  • თხის რქა

ხოლო წითელი პლანეტის“ გავლენის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ: ​

  • თევზებს ​
  • ქალწულს ​
  • მშვილდოსანს ​
  • ტყუპებს

​ეს დრო მეწარმეებისთვის, სამხედროებისთვის, მედიკოსებისთვის და იმ პროფესიის წარმომადგენლებისთვისაა ხელსაყრელი, რომელთა საქმიანობაც გამართლებულ რისკთან, მაგალითად, დაცვასთან, სამაშველო ოპერაციებთან ან კასკადიორობასთან ასოცირდება. ამავე პერიოდში, როგორც ასტროლოგები ამბობენ რელიგიასთან, ფსიქოლოგიასთან, ხელოვნებასთან, მუსიკასთან, ქიმიასთან, ფარმაკოლოგიასთან, კინოსა და შორ მოგზაურობებთან დაკავშირებული საქმიანობები სრულიად ახალ საფეხურზე გადავა.

ზემოთ ჩამოთვლილ 4 ნიშანს კი ყველა იმ სფეროში, რომლებსაც პლანეტა მარსი მართავს, მნიშვნელოვანი პროგრესი და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა ექნება.

ამიტომ, ახალ შეთავაზებასა და ინიციატივებზე უარს ნუ იტყვით და საკუთარი ძალები ბევრი განსხვავებული მიმართულებით მოსინჯეთ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემს შვილებს არ ჰყავთ ჩემნაირი დედა...“ - ნინო ნადირაძე

🎥 „უკვე ათენში ვარ, დიდი მადლობა ყველას...“ - ნინო ჩხეიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

„დროა, გადახედო მემკვიდრეობით მიღებულ შაბლონებს შრომასთან, მსხვერპლთან, „დამსახურებასთან“ დაკავშირებით“ - ეზოტერიკოსი

წყარო: www.beaumonde.ge