Digest Logo

„ბებიკონას დანიელი❤️“ - მაგდა ჯოხაძე შვილიშვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს

1765913165
მაგდა ჯოხაძე

მუსიკოსმა მაგდა ჯოხაძემ 8 თვის წინ საკუთარ თავში სხვა გრძნობები აღმოაჩინა. ახალგაზრდა ასაკში ბებია გახდა და ახლა ყველაფერს შვილიშვილის თვალებით უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოჯახი ბევრ საქმეს ნიშნავს, მაგდა ყოველთვის მოწესრიგებულია.

იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია, სადაც პატარა დანიელის ახალი ფოტოები გაავრცელა:

„ბებიკონას დანიელი❤️“, - წერს მაგდა ჯოხაძე.

შეგახსენებთ, რომ მაგდა ჯოხაძე მომღერალი, ტელეწამყვანი ანრი ჯოხაძის დაა.

აი, რას ამბობდა მაგდა ჯოხაძე მაშინ, როდესაც ბებია გახდა:

„ყველა მართლმადიდებელი, მაზიარებელი ადამიანისთვის აღდგომა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. და, რასაკვირველია, ჩემთვისაც. მაგრამ, თუ ასეთ დღესასწაულზე ჩემი შვილიშვილი მოევლინებოდა ქვეყანას, ვერ წარმოვიდგენდი. ამხელა სიხარულთან ერთად, დანიელმა ოჯახში გაორმაგებული, პლუს, ბედნიერება შემოიტანა. ასე ვთქვათ, შვილიშვილმა სიურპრიზი გამიკეთა და არა მარტო მე, არამედ მთელს ოჯახს.

მის დაბადებას მაისის 25 რიცხვისთვის ველოდებოდით, მაგრამ პატარა კაცმაცუნამ არ ისურვა მხოლოდ ოჯახის სადღესასწაულოდ მოვლენა და ინება მთელი მართლმადიდებლური სამყარო რომ ზეიმობს, იმ დღეს მოვლენილიყო ამქვეყნად. შვითთვე-ნახევრიანია, თვე-ნახევრით ადრე დაიბადა, კილო და შვიდასი გრამი დაიბადა. პაწაწუნა, მაგრამ ჯან-ღონით სავსე ბიჭია. დროზე ადრე გამოგვეცხადა და დაგვიჩქარა ბედნიერება. უფალს მადლობა, ჩემი შვილისა და შვილიშვილის გადარჩენისთვის. უფლის წყალობაა, ისინი რომ კარგად არიან და ზაალ კოჭლამაზიშვილის, რომელმაც მარის საკეისრო კვეთა ჩაუტარა. ასევე, უდიდეს მადლობას ვუხდი „პინეოს“ მთელ შემადგენლობას. რომ არა ზეკვალიფიციური ექიმი, ბატონი ზაალი, შეიძლება, ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო. იმიტომ რომ, მარიკუნა რეზუს უარყოფითია და იყო საშიშროების რისკი.

ეს იყო წამიერად მისწრებული და გადარჩენილი სიცოცხლე, დედისთვისაც და შვილისთვისაც. ესეც ღმერთის წყალობაა, რომ ზაალი ჩემი ოჯახის ახლობელი და ჩემი ძმობილია, მთელი ორსულობის პერიოდში მარის ზედამხედველობდა და წამებში მივასწარით, რომ ნაყოფსა და დედას საფრთხე არ შეჰქმნოდა“,-  ამბობდა მაგდა ჯოხაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ტრევის შადრევნის მონახულება ფასიანი ხდება... რომის მერია წელიწადში 20 მილიონი ევროს მოგებას მიიღებს“ - ნინა მამუკაძე-სორდინი

„ოხ, მიწის თხრა და შენი სუნი მინდა, დე!“ - ანრი ბიბინეიშვილის ემოციური პოსტი

„დაბადების დღეებიც ერთად აქვთ, ჩემს განსაკუთრებულ, გამორჩეულ სიყვარულებს...“ - თიკა ჯამბურიას მილოცვა იუბილარ მშობლებს