მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, სადაც გარდაცვლილ დედაზე წერს.
ანრიმ საჯარო პოსტს თან დაურთო გულნარა ჯაყელის ფოტო:
„დეეეე…
უჩემოდ როგორ ძლებ, დე? მართლა მიკვირს!
ოხ, ოხ, მიწის თხრა და შენი სუნი მინდა, დე!“, - წერს ანდრი ბიბინეიშვილი.
ცნობისთვის, ანრი ბიბინეიშვილს დედა 29 მაისს გარდაეცვალა.
„დედა ორჯერ ნაინსულტარია, პლუს შაქრიანი დიაბეტის მატარებელია. ჯანმრთელობა შერყეულია. თუმცა თავის არაჩვეულებრივ გვარსა და წარმომავლობას, თავისი პიროვნებით ამართლებს. დედა გულნარა ჯაყელი გახლავთ. მუშაობდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, ყრუ-მუნჯთა საზოგადოებაში, საკონდიტროში, სამკერვალოში, ღამღამობით კერავდა ჩანთებს, რომ ოჯახი გამოეკვება. საჭმელ-სასმელი მისი წყალობით არ გვაკლდა. სულ შრომობდა“,- ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აუ, ძალიან საყვარელია“ - მატილდე ქარაზანიშვილი მშობლებთან ერთად პოზირებს