Digest Logo

„ბეჭედი სამი გულით თითზე გამიკეთა და ჩვენს სასტუმროში, ჩვენსავე შორიახლოს დასახლდა... სექსი, ფული, გართობა, მომვლელი“ - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი

1653635305
მარიამ კუკუნაშვილი

„არ დაიჯეროთ ედიქტების სიყვარული. რისი ედიქტიც არ უნდა იყოს, სანდო, საიმედო და დასაყრდენი ვერასოდეს იქნება ასეთი ადამიანი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი წერს.

„სანტორინიზე, ჩემს მეგობარ ელენესთან ერთად ჩამოვედი. დაბადების დღეზე ერთი ძველი ნაცნობი ჩამოვიდა კიდევ, ბეჭედი სამი გულით თითზე გამიკეთა და ჩვენს სასტუმროში ჩვენსავე შორიახლოს დასახლდა.

კაბრიოლეტები რომ გიყვარს თეთრი კაბრიოლეტი ვიქირავეო, ისიც აღნიშნა. დავფიქრდი, ბეჭედი ხელიდან მოვიხსენი, ნომერში ჩავუტანე და ვუთხარი, არ მომწონხარ, შენთან სერიოზულს არაფერს ვფიქრობ და ამ საჩუქარს ვერ ავიღებ -მეთქი. მოვკიდე ელენეს ხელი, ბარგი ჩავალაგეთ და სხვა სოფელში, კლდისა და ზღვის თავზე შეკიდულ ულამაზეს ვილაში დავსახლდით. თოლია ლივინგსტოუნები ვართო ერთმანეთს ვეუბნებოდით. ვინც ვერ დაფრინავს უნდა დავტოვოთო.

არ დაიჯეროთ ედიქტების სიყვარული. რისი ედიქტიც არ უნდა იყოს, სანდო, საიმედო და დასაყრდენი ვერასოდეს იქნება ასეთი ადამიანი. ედიქტი ბუნებით მატყუარაა, ქამელეონი, უსტრუქტურო, უმიზნო, უსიყვარულო, ზარმაცი. დადის და ნგრევას დაატარებს. ყალბი, უპრინციპო, ემოციურად დაცლილი ცხოვრება და შაბლონებით აზროვნება. მიღება და მხოლოდ მიღება იმის თუ რაც სჭირდება და ბევრიც არაფერი სჭირდება ედიქტს ცხოვრებისგან: დრაგი, სექსი, ფული, გართობა, მომვლელი. სიცარიელე, მოწყენილობა, დრამა, პრობლემები… მათ უპასუხისმგებლობას ვერაფერი გამოისყიდის და როგორც ჩანს, ისინი ამქვეყნად მხოლოდ იმისათვის მოვიდნენ, რომ ჭამონ, იჟიმაონ და რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლონ.

და თუ ვინმეს შეუძლია მიწის მკვიდრ თოლიას უჩვენოს, თუ როგორ უნდა გაიხედოს ამ უკანასკნელმა ათას მილზე, ეს იქნება თოლია ჯონათან ლივინგსტონი.

- მრავალნაცადი სიმსუბუქით მან უკვე იცოდა, რომ ის მხოლოდ ძვალი და ბუმბული კი არ იყო, არამედ თავისუფლებისა და სინათლის სრულყოფილი, ყოვლად დაუსაზღვრავი იდეა.

სულ არ მადარდებს, რას ამბობენ, გაიფიქრა გულმოსულმა და შორეული კლდეებისკენ გეზ აღებულს, მზერაც დაებინდა, რამდენი საფრენი სივრცეა ირგვლივ, იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ფრთები აფართქუნო ერთი ადგილიდან მეორემდე! ამას... ამას ხომ კოღოც შვრება!

ეს კლდე ჩემთვის სხვა სამყაროში გამავალი ვეებერთელა მძიმე კარივით აღმოჩნდა: ზაფრა, შენარცხება, ჩამოწოლილი წყვდიადი... მერე კი - აცურება უცნაურ, უცნაურ ცაში, დავიწყება, გახსენება, ისევ დავიწყება... შიში... სევდა... სინანული, საშინელი სინანული...

ესეც ზეცა - გაიფიქრა ჯონათანმა და საკუთარ თავზე გაეცინა….“, - წერს მარიამ კუკუნაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ნიკა გვარამია გამოვა და ის კვდება... წამების „ქეისებს“ შეუშვებენ“ - რა განცხადება ვრცელდება ციხიდან

🎥 „პატიება მინდა გთხოვო შენც და ბევრ ჩემს კოლეგასაც...“ - რომელ ტელევიზიაში გამოჩნდა მაია ასათიანი დიდხნიანი პაუზის შემდეგ

🎥 „რამდენიმე დღეა დადის სამსახურში ჩვეულებრივ, აღდგა თითქოს“ - რას ჰყვება მარიკა ბაკურაძე ნიკოლოზ წულუკიძეზე