Digest Logo

„ბედნიერებას გისურვებთ!“ - მარიამ შუკაკიძე რჩეულთან ერთად დუბაიში ისვენებს

1795001419
მარიამ შუკაკიძე

ბათუმელი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად მან გამომწერებს რჩეულთან ერთად გადაღებული ახალი ფოტოები და ვიდეოები გაუზიარა.

როგორც კადრებიდან ირკვევა, წყვილი დუბაიში ისვენებს. მარიამი გამომწერებს მოგზაურობის რომანტიკულ მომენტებს უზიარებს.

„მარიამ ბედნიერებას გისურვებ“ 

„შეუდარებელი ხარ, როგორც ყოველთვის და გვერდითაც სიმპათიური ადამიანი გიმშვენებს გვერდს, იმსახურებ იყო ბედნიერი“. 

„ხალხი მაინც იმას იტყვის, რაც სურს!!“, - წერენ მისი გამომწერები.

 

შეგახსენებთ, რომ ინფლუენსერმა გასულ წელს გაამხილა, რომ მეუღლეს, დავით ბოლქვაძეს, რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. მოგვიანებით კი ახალი ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარს.

„მიზეზს თქვენ ვერასდროს გაიგებთ. უამრავი ჭორი გავრცელდა, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ვინმე სანახაობას ან სკანდალს ელოდება, არც ნერთი მხრიდან არ იქნება. კონკრეტული არაფერი მომხდარა. ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილებისთვის, საუკეთესო მშობლები ვიქნებით. არ მგონია, ასეთ საკითხზე ვინმე ხუმრობდეს. ურთულესია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი დრო და დაფიქრება სჭირდება. მარტივი არ არის, 8-წლიანი ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო. თუმცა არავინ იცის, რეალურად რა პრობლემებია ოჯახებში, ამაზე ღიად არავინ საუბრობს. არც ახლა ვაპირებდი გასაჯაროებას. ჩვენმა ახლობლებმა ისედაც იცოდნენ, თუმცა არ იქნებოდა ლამაზი, როცა ამხელა აუდიტორია მყავს, არაფერს ვუზიარებდე," - წერდა მაშინ მარიამი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებსაც 2026 წლის ბოლომდე პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები და ცვლილებები ელოდება

⭕ „ლანძღვის მეტი არაფერი მიმიღია“ - რატომ არ უნდა დათო ლიკლიკაძეს ქუთაისის კოლორიტის სტატუსი

⭕ ენ ჰეთეუეის მესამე შვილი შეეძინა: 44 წლის მსახიობი ახალშობილთან ერთად გადაიღეს

✕