ცნობილი ქართველი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუსიკოსი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში შვილს დაბადების დღეს ულოცავს.
მარიამ ბაღაშვილი 12 წლის გახდა:
„დღეს ჩემი მესამე გოგონას, მარიამ ბაღაშვილის დაბადების დღეა!
მარიამ, გილოცავ ჩემო უსაყვარლესო! ბედნიერი, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე მუდამ!
გფარავდეს მარიამ ღვთისმშობლის მადლი!“, - წერს გია ბაღაშვილი.
გია ბაღაშვილი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია ქართული ფოლკლორისა და მუსიკალური ტრადიციების პოპულარიზაციით, ასევე პოპულარული სატელევიზიო პროექტების ავტორობითა და ხელმძღვანელობით.
მუსიკოსი ცნობილი ქართველი ხელოვანის ჯემალ ბაღაშვილის შვილია. მას ოთხი ქალიშვილი ჰყავს.
ასევე დაგაინტერესებთ: