2026 წლის 11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ.
კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას უსმან ნურმაგომედოვი ინტერვიუს ჩაწერის დროს და სახეში ურტყამს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ინციდენტის შემდეგ მერაბ დვალიშვილს ცნობილი ადამიანები საჯარო მხარდაჭერას უცხადებენ, მათ შორის ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური:
„ნეტა მანდ ვყოფილიყავი!
მერაბ, საბა, თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე! ისეთი პასუხი გაეცით როგორიც შეგვეფერება! შეიძლება რიცხობრივად ცოტა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ქართულ გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებთ!
მაგ ტურებს სადაც შევხვდები ჩემ წილ ქართულ პასუხს იქ გავცემ! მერაბ, შენთან ვართ“, - წერს ლაშა ბექაური.
ქართველი მებრძოლი აბუ-დაბიში RAF-ის ჭიდაობის ღონისძიებაზე იმყოფება.
მერაბ დვალიშვილის განცხადებით, თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც მას და მის მეგობარს ძირს დაცემის შემდეგაც ფეხებს ურტყამდნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: