Digest Logo

ბექა ხოფერია მესამე ცოლს დაშორდა - მისი ახალი რჩეული ირაკლი ალასანიას ყოფილი რძალია

1743410401
ბექა ხოფერია

გავრცელებული ცნობით, ბიზნესმენი, მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე ბექა ხოფერია მესამე ცოლს ცოტა ხნის წინ დაშორდა, რომელთან იტალიაში გადახდილი ქორწილის შესახებ შარშან მთელი საქართველო საუბრობდა. 

ბექა და მისი მესამე მეუღლე სოფო ქურდიანი ხუთ წელზე მეტ ხანს იყვნენ ერთად და საერთო შვილს გიორგის ზრდიდნენ. დაქორწინება მხოლოდ შარშან გადაწყვიტეს. ქორწილი სიცილიაში გადაიხადეს. საქართველოდან სიცილიაში 90-მდე ადამიანი გაემგზავრა. აღნიშნულ ქორწილს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან ცერემონიალს ბექას პირველი ცოლი თიკა ჯამბურია და მათი საერთო ქალიშვილი ნინა ესწრებოდნენ.

ამჯერად ბიზნესმენს ახალი რჩეული ჰყავს, რომელთან ერთადაც მალდივებზე ისვენებდა და შესაბამისი ვიდეო გამოაქვეყნა. ბექა ხოფერიას ახალი შეყვარებული ასევე ცნობილი გოგონა, ნუცა ადამიაა.

ნუცა ადამიას შესახებ საზოგადოებამ 2016 წელს შეიტყო, როცა ის ირაკლი ალასანიას რძალი გახდა.

მოგვიანებით წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მათ საერთო ქალიშვილი ჰყავთ.

ვიხილავთ თუ არა ბიზნესმენის მე-4 ქორწინებას ეს ჯერ უცნობია.