ბიზნესმენ ბექა ხოფერიას მეოთხე შვილი გიორგი 2 წლის გახდა. დაბადების დღე მამამ მას სოციალურ ქსელში მიულოცა და მისი ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
„მამას პატარა კაცი 2 წლის გახდა, გილოცავ მა“, - წერს ბექა ხოფერია.
ბექა ხოფერია წლების წინ, საზოგადოებამ როგორც პოლიტიკოს ხათუნას ხოფერიას ვაჟი, მოგვიანებით კი როგორც მომღერალ თიკა ჯამბურიას მეუღლე ისე გაიცნო. მათ საერთო შვილი ნინა ჰყავთ.
გიორგის გარდა, ბექას სამი გოგო ჰყავს.
ბექას ამჟამინდელი ცოლი სოფო ქურდიანია. ბექა ხოფერია დღეს უკვე ცნობილი ბიზნესმენია. 2019 წელს სამშენებლო კომპანია „აპარტ დეველოპმენტი“ დააფუძნა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი
⭕„პირველად და უკანასკნელად“ - ალექსანდრა პაიჭაძემ ბურგერი გასინჯა