
ქართველი ფილოლოგი და პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი კიდევ ერთხელ გახდა საზოგადოების ნაწილის კრიტიკის მსხვერპლი. ამჯერად საქმე ეხება, ვაჟა ფშაველას შესახებ მის მიერ წაკითხულ ლექციას. ინტერნეტსივრცეში კი ლექციიდან ამონარიდი გავრცელდა, რომელიც ერთი დიდი ლექციის პატარა ნაწილია და მხოლოდ ამ მონაკვეთით მსჯელობა მაყურებელს აუცილებლად დიდ შეცდომაში შეიყვანდა.
საათნახევრიანი ლექციიდან ამოჭრილმა 38-მა წამმა თავისი საქმე გააკეთა და საზოგადოების ნაწილი ბერძენიშვილის მიმართ აგრესიულად განეწყო. ამ ფაქტს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მართულს ჰგავს, რომელიც მარაზმია და მეტი არაფერი.
„ლევან ბერძენიშვილს შეიძლება ბევრ რამეში არ დაეთანხმო, შეეკამათო, გააკრიტიკო მწვავედ, გალანძღო კიდეც (თუ უზრდელი ხარ), მაგრამ როდესაც ეს „არდათანხმება“ იღებს კამპანიის სახეს, ეს ნიშნავს, რომ პროცესი მართულია და დაორგანიზებული, რადგან კამპანია ორგანიზების გარეშე ვერ იწარმოება.
დღეს ჩვენ სწორედ ასეთ პროცესს ვადევნებთ თვალს. - აშკარა დაორგანიზებულ მორალურ ტერორს ადამიანის მიმართ ლიტერატურაზე და ისტორიაზე გამოთქმული თუნდაც მიუღებელი მოსაზრებების გამო.
რა შეიძლება ამაზე დიდი მარაზმი იყოს?“, - წერს მერაბ მეტრეველი.
ლევან ბერძენიშვილის ლექცია სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს იმოქმედეთ პრინციპით-შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„ახლა შესაძლოა ეს ნიშანი გავათხოვოთ“ - მიხეილ ცაგარელი კვირის იღბლიან ნიშანს ასახელებს
🔵„დედა როგორ მრცხვენია, დედა როგორ მრცხვენია... გენები არაფერ შუაშია ხალხო“ - დათო ლიკლიკაძე