ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ფეისბუკის პირად გვერდზე დღეს დილით საკუთარ სახლში გაგონილ დიალოგს აქვეყნებს, რომელიც თავის ცოლ-შვილს შორის გაიმართა. ლიკლიკაძის სახალისო პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„დილით ბაღში წასვლის წინ ეველინს ჩემმა მეუღლემ შესთავაზა რძეს ხომ არ დალევ მამიკოს ჩამოტანილ ორცხობილასთან ერთადო. ეველინმა უპასუხა, ბაღში ხომ მივდივართ და გამოვიზოგოთო. დედა როგორ მრცხვენია, დედა როგორ მრცხვენია... გენები არაფერ შუაშია ხალხო, ალბათ სადმე გაიგონა“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ასეთი რამ 12 წელიწადში ერთხელ ხდება - გამდიდრების დრო იწყება“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„16 მაისიდან უკვე კარგი პერიოდი დგება ყველა სახის საქმიანობისათვის“ - ასტროლოგი