Digest Logo

„ბეტონის ღობის იქიდან ისმოდა პასუხი - მოკვდა... მაშინ ხმა არავის ამოუღია“ - გელა ზედელაშვილი

1713975080
გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ეს ფოტო გიორგი აბდალაძემ გამომიგზავნა. გადაღებულია 2006 წლის 28 მარტს ორთაჭალის საპყრობილესთან, ე.წ. ციხის ბუნტის მეორე დღეს, დილის 8 საათზე.

ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი, ხალხი დგას და რაღაცას უყურებს, ან ელოდება, მაგრამ ასე არ არის - ეს ადამიანები იმ პატიმრების ოჯახების წევრები, ნათესავები და ახლობლები არიან, რომლებიც იმ ღამეს ჩახოცეს, დაასახიჩრეს და დააინვალიდეს.

აქედან იძახდნენ პატიმრის გვარს.
ბეტონის ღობის იქიდან ისმოდა პასუხი - მოკვდა!
პატიმრის გვარი - ცოცხალია!
პატიმრის გვარი - გადარჩა!
პატიმრის გვარი - მოკვდა!
პატიმრის გვარი - ცოცხალია!
პატიმრის გვარი - მოკვდა!
პატიმრის გვარი - მოკვდა!
პატიმრის გვარი - მოკვდა!
და ასე დაუსრულებლად - მოკვდა, ცოცხალია, გადარჩა, მოკვდა, მოკვდა, მოკვდა!
 
მაშინ ხმა არავის ამოუღია - არც ევროპარლამენტარებს, არც სენატორებს, არც სახდეპის რომელიმე წარმომადგენელს!
მართლა არავის - არც კუბილიუსს, არც „კუბოლიუსს“, არც ფოტიგას, არც ბორელს, არც შმორელს და არც პანტაგრუელს.
პირიქით!
სისხლისმსმელი სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად მონათლეს!
ეგ დემოკრატიის ისეთი შუქურა იყო, როგორც დედამისი გიული გახლავთ წმინდანი!
 
მე არ ვიცი, სახეები კარგად არ ჩანს, ადამიანების გული, თვალი და ყური იქით არის მიმართული. მათ მხოლოდ ერთს ეუბნებიან - მოკვდა! გადარჩა! ცოცხალია! მოკვდა! მოკვდა! მოკვდა!
თუმცა ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი თავი მაინც ამოიცნოთ.
თუ ვერ ამოიცნობთ, არც ეგ არის პრობლემა, ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედეთ და ამხილეთ ეს ფაშისტები, მოუყევით ყველას, რას სჩადიოდნენ, პატიმრებს როგორ ექცეოდნენ და რა პირობებში ჰყავდათ.
დაგავიწყდათ?
ამის დავიწყება შეუძლებელია!
 
ვის ემუქრებიან სანქციებით?
ვის აშინებენ?
ვის ეშინია?
არც არავის, ქართველ ხალხს რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შეცდომას აღარ გაიმეორებს, ეს გამორიცხულია!“, - წერს გელა ზედელაშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ „ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე