🌚 კარმული დერეფანი: 12-იდან 28 აგვისტომდე ის პერიოდია, როდესაც შესაძლოა მართლაც გარდამტეხი მოვლენები განვითარდეს.
აი, რა გველის და როგორ გამოვიყენოთ ეს დრო მაქსიმალურად ეფექტიანად.
☀ 12 აგვისტოს მოხდა მზის დაბნელება და ყველაფერი აქედან დაიწყო. ეს შთამბეჭდავი მოვლენაა, რომლის დროსაც მთვარე სრულად ფარავს მზის დისკოს და სამყაროს რამდენიმე წუთით ბინდში ახვევს. ის ძლიერი პროჟექტორივით მოქმედებს და გამოამჟღავნებს ყველაფერს, რასაც სულის ბნელ კუთხეებში ვმალავდით. ეს გვაიძულებს, გადავაფასოთ ჩვენი მიზნები, ამბიციები და ის, თუ როგორ წარვუდგენთ თავს სამყაროს 🧐.
მოკლედ რომ ვთქვათ, „სპექტაკლი დასრულდა“ - ძველი როლები და ნიღბები აღარ მუშაობს. ეს პერიოდი 28 გვისტოს მთვარის ნაწილობრივი დაბნელებით სრულდება, რომელსაც ასევე „სისხლიან მთვარესაც“ უწოდებენ. რადგან აღმოჩნდება რა დედამიწის ჩრდილში, მთვარე ავისმომასწავებელ წითელ შეფერილობას მიიღებს. ეს დაბნელება შედეგების შესაჯამების, დაუსრულებელი საქმეების დახურვის და ემოციური ვალდებულებების თუ ძველი წყენებისგან გასათავისუფლების დროა.
⚡ მთელი ეს პერიოდი თხელ ყინულზე სიარულს ჰგავს; მნიშვნელოვანია სიფხიზლე და სიფრთხილე შეინარჩუნოთ.
✅ რა შეიძლება და უნდა გავაკეთოთ:
🔸 დაასრულეთ საქმეები. მიიყვანეთ ბოლომდე ძველი პროექტები, დაალაგეთ, მოაწესრიგეთ, მოიშორეთ, დაასრულეთ ის, რაც უკვე ამოწურულია.
🔸 გააანალიზეთ და დაგეგმეთ. ეს იდეალური დროა მედიტაციისთვის, დღიურის წარმოებისა და მომავალზე ფიქრისთვის თუმცა, ნაჩქარევი ნაბიჯების გარეშე.
🔸 გაუშვით წყენა. აპატიეთ, გონებრივად გაუშვით წარსული და გაისტუმრეთ ვალები.
🔸 მიენდეთ ინტუიციას. ამ პერიოდში ის მაქსიმალურადა გამძაფრებულია. წინასწარმეტყველური სიზმრები, მიგნებები და ნიშნები თქვენი საუკეთესო მოკავშირეებია.
❌ რისი გაკეთებაც კატეგორიულად არ შეიძლება:
🔹 რაიმე ახლის წამოწყება. ბიზნესის დაწყება, სამსახურის შეცვლა, საცხოვრებლის გამოცვლა, ქორწინება ან მნიშვნელოვან ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა - ეს ყველაფერი ამ პერიოდში არასასურველია.
🔹 ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ყველა სერიოზული გადაწყვეტილება უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადეთ. თქვენი განსჯის უნარი ილუზიებითაა დაბინდული და არსებობს სერიოზული შეცდომის დაშვების რისკი.
🔹 კონფლიქტში ჩართვა. მოერიდეთ ჩხუბს, დაპირისპირებასა და კამათს. აგრესია შეიძლება გამწვავდეს, ერთმა სიტყვამ კი შესაძლოა დამღუპველი შედეგები გამოიწვიოს.
🔹 გარეგნობის რადიკალურად შეცვლა. ეს არ არის შესაფერისი დრო იმიჯის სრული ცვლილებისთვის, თმის შეჭრისა თუ პლასტიკური ოპერაციისთვის.
🔹 მსხვილი შენაძენების გაკეთება. უძრავი ქონების, ავტომობილის ან სხვა ძვირადღირებული ნივთების შეძენამ შესაძლოა პრობლემები შექმნას.
🔹შორ მანძილზე მგზავრობა. იზრდება ავარიებისა და ინციდენტების, განსაკუთრებით კი ხანძართან დაკავშირებული შემთხვევების რისკი. სიმშვიდე და კეთილდღეობა მისურვებია!
P.S. კარმული დერეფანი საუკეთესო დროა კარმის გასაწმენდი პრაქტიკებისთვის.
ავტორი: თამო შავლიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ზოგჯერ ყველაზე დიდი ბედნიერება უბრალოდ ერთად ჯდომაა...“ - არუნ ხათრი მეუღლეზე
🎥 „ღმერთმა გაგიზარდოს ეს ანგელოზი“ - სალომე ჭაჭუა შვილთან ერთად გამოჩნდა