ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ, რომელიც ჯგუფის „ვეძებ“ შემქმნელია ბიძაშვილი დიდი წვალების შემდეგ მაინც იპოვა. სასიხარულო ინფორმაციას ის თავად სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მოკლედ, ბევრი ვმალე თუ ცოტა, დრო დადგა იმისა, რომ ჩემი ბიძაშვილი გაგაცნოთ. ნია, ადამიანი, რომელიც 3 თვეა ჩემთან ერთად ათენებს და აღამებს. ჩემთან ერთად იკვლევს სანათესავოს, ბევრი ანალიზის, გენეტიკური ტესტების და კვლევების შემდეგ საბოლოოდ მივიღეთ პასუხი.
ნიას ბებია ნელი ნანავა და ჩემი ბებია (ან ბაბუა, ჯერ საბოლოოდ ამაზე პასუხი არ ვიცით) არიან დები, ან და-ძმა. საბოლოო პასუხამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და მჯერა, ძალიან მალე საბოლოო წერტილს დავსვამთ.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი კიდევ ერთი ბიძაშვილის სასწაული გვერდში დგომა, ხათუ. მადლობა ყველაფრისთვის“, - წერს თამუნა მუსერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ქრისტე აღდგა“ თუ „ქრისტე აღსდგა“ – როგორ განმარტავს ლევან ღვინჯილია