ჟურნალისტი მანჩი გაბელია დაქორწინდა.
მისი ქორწილი 2026 წლის სექტემბერში, ქუთაისში გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრებს შორის იყო ჟურნალისტი ეკა ხოფერიაც, რომელმაც წყვილის ქორწილიდან კადრები სოციალურ ქსელში გააზიარა:
„მანჩი, გიგი - დავაქორწინეთ.
მე, მოგეხსენებათ, მთავარი ხელისმომწერის საპატიო როლში. სხვაგვარად კი იცით როგორაა: აი, იმდენად რომ გიხარია და მოგწონს ყველაფერი, ( ცოტა გული რომ გეკუმშება ბედნიერებისგან) და შესაბამისად, ბევრი არაფრის თქმა რომ გინდა, ასე ვარ. ვითომ, ვითომ ჩვეულებრივად. ჰოდა, ესეც ჩვეულებრივი ფოტოები ჩვეულებრივი სიყვარულის ჩვეულებრივი ამბით.
მიყვარხართ“, - წერს ეკა ხოფერია.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დნმ-ის ტესტმა გამაოცა - 74%-ით ქართველი ვარ“ - რას ამბობს თურქული სერიალების ვარსკვლავი?
⭕„დახარჯეთ ფული საკუთარ თავზე და გაანებივრეთ თავი“ - თაკო მელიქიშვილი 24 ნოემბრის ენერგიებზე